სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რესპუბლიკელების" გზა "მასონ-სოროსელობიდან" "ეროვნულობამდე"

გასულმა პოლიტიკურმა კვირამაც საქართველოში ამ შემოდგომისათვის დამახასიათებლად, წყნარად და ფლეგმატურად ჩაიარა. ქართული საინფორმაციო გამოშვებები ლამის სკანდინავიის ქვეყნების ნიუსებს დაემსგავსა, სადაც დელფინების და ლოსების პრობლემები ყველაზე მნიშვნელოვან სიახლეებად ითვლება. ასეთი მიძინებული და კმაყოფილი ოპოზიციური ფლანგი კი ალბათ საქართველოს უახლეს მატიანეს ჯერ არ ახსოვს. დამშვიდებული ოპოსპექტრი თვლემს, ცხოვრება კი თავისი გზით მიდის. თუმცა ეს დღესაა ასე, თორემ ქართული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ პოლიტიკური მოღვაწეობის ფრიად "ეკლიანი" გზა განვლო. ბრძოლაში განსაკუთრებული აქცენტი კი ყოველთვის და მარადიულად იმ საკითხებზე კეთდებოდა, რაზეც ქართველი საზოგადოება მუდამ მტკივნეულად რეაგირებს.
დფგდფჰფგჰფგჯჰგფ
ეს თემები, უპირველესად, ლამის მითად ქცეული ეროვნული ფასეულობებია, რომელზე მანიპულირებაც, ამომრჩევლის მოზიდვის თვალსაზრისით, ყოველთვის "საჭირო" შედეგებს იძლევა. ეს თითოეულმა პოლიტიკურმა ძალამ მშვენივრად უწყის და სათანადოდაც იყენებს. ამიტომ საქართველოში ყოველი არჩევნები სწორედ ამ ფასეულობებზე სწორებით იწყება, თუმცა არც ისე პრიმიტიულადაა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს: ზოგ პარტიას თუ პოლიტიკურ ძალას ამ მიმართულებით ნამდვილად არ უმართლებს.
დფგდფჰფგჰფგჯჰგფ
მაგალითად, "ოცდაათწლოვან პარტიას" "რესპუბლიკელებს" მსგავსი ფასადით შენიღბვაც არასდროს შველით. მათი რეიტინგი მოკრძალებულ ერთ-ორ პროცენტს, თვით საარჩევნო აგიტაციის მწვერვალის დროსაც კი, არ სცდება. როგორც ჩანს, ამომრჩეველს არც ისე მოკლე მეხსიერება და, შესაბამისად, მოვლენების ადეკვატური შეფასების უნარი აქვს, როგორც ბევრ პოლიტიკურ მოღვაწეს წარმოუდგენია საქართველოში.
დფგდფჰფგჰფგჯჰგფ
"რესპუბლიკელების" წარსული კი ეროვნული მიმართულებით ბრძოლის ფრონტზე არამცთუ სახარბიელოდ გამოიყურება. პარტიის ლიდერების უმრავლესობა იმ მხარიდან მოდის, რომელსაც ერთ დროს სწორედ ეროვნულობაზე ორიენტირებული ძალები პოსტსაბჭოთა საქართველოს პირველი ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლებს უწოდებდნენ, ხოლო მოგვიანებით ნაციონალისტურ-კონსერვატიულად განწყობილი პოლიტძალების ფრთა "მასონ-სოროსისტებად" და "გრანტიჭამიებად" აღიქვამდა.
დფგდფჰფგჰფგჯჰგფ
სულ რაღაც ხუთიოდე წლის წინ პირდაპირ ეთერში მოკამათე "სოროსელი" თინა ხიდაშელი თუ მოგვიანებით ეროვნულ ფლანგზე მებრძოლ "ქართვლის დედად" წარმოჩინდებოდა, ამის წარმოდგენას იმ დროს ალბათ გამორჩეული ფანტაზიის უნარი თუ დასჭირდებოდა. თინა იმ პერიოდისათვის რენტაბელურ დემოკრატობანას თამაშობდა და დასავლური ღირებულებების მიმდევარი პროგრესული ახალგაზრდის იმიჯით ფრიად კოკობზიკობდა. მაშინ მავანის თვალში თინას დემოკრატი, თანამედროვედ მოაზროვნე ქალის იმიჯი სჭირდებოდა.
დფგდფჰფგჰფგჯჰგფ
გავიდა წლები, "რესპუბლიკელებს" ამბიციები გაუჩნდათ, თუმცა, როგორც ცნობილია, ეს უსაფუძვლო ამბიციები არც წარსულში აკლდათ, ძალაუფლების ხელში აღება გადაწყვიტეს და საარჩევნო მარათონში უკვე სულ სხვა პათოსით და შემართებით გამოჩნდნენ. შესაბამისად, მათი მსოფლმხედველობაც 180 გრადუსით შემოტრიალდა. "მასონ-სოროსისტობიდან" ამ ძალებთან მებრძოლ გაწამებულ მამულიშვილის იმიჯამდე კი სულ ერთი ნაბიჯი და გაწყვეტილი შუბლის ძარღვი ყოფილა საკმარისი.
დფგდფჰფგჰფგჯჰგფ
და დაიწყეს თინამაც, ლევანმაც, დავითმაც ბრძოლა წისქვილების, დევების და მაჯლაჯუნების წინააღმდეგ, შესაბამისი, ნაცადი, ძველი ლოზუნგებით, სწორედ იმ ლოზუნგებით ჩანაცვლდა, რომელსაც წლების განმავლობაში კბილებდალესილი ებრძოდნენ ტელეეთერიდან თუ სხვა ღრმადმნიშვნელოვანი ფრონტებიდან.
დფგდფჰფგჰფგჯჰგფ
ასე გარდაიქმნა ერთ დროს "თავისუფლების ინსტიტუტის" ერთ-ერთი აქტიური სახე და ეროვნულებისგან "მასონად" შერაცხული დავით ზურაბიშვილი სამშობლოსათვის წამებულ რაინდად, საბჭოთა ხელისუფლების "ნასედკად" ცნობილი ლევან ბერძენიშვილი – "მოაზროვნე ინტელექტუალად," რომელმაც იმიჯის შეცვლის შედეგ ხელისუფლება სასტიკად გააკრიტიკა ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გაყიდვის გამო. მაშინ ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა იხუმრა კიდეც: ლევან ბერძენიშვილი მთელი ცხოვრება ილია ჭავჭავაძეს აგინებდა, მწერლად არ თვლიდა და ეს ალექსანდრე ჭავჭავაძე რამ შეაყვარაო.
მაგრამ ძმებ ბერძენიშვილებს არც ერთი ჭავჭავაძე ანაღვლებთ და არც მეორე, ისევე როგორც მათი პარტიის აბსოლუტურ უმრავლესობას. მათთვის მთავარი ის პრივილეგიები და რეგალიებია, რომელსაც მრავალი წელია უკვე უშედეგოდ ესწრაფვიან, მაგრამ ჯერჯერობით ნაოცნებარი მწვერვალების დაპყრობას ვერ ახერხებენ.
დფგდფჰფგჰფგჯჰგფ
მათი სახეები და წარსული მყარად არის ჩაბეჭდილი ქართველი ხალხის მეხსიერებაში და მისი ამოშანთვა უკვე შეუძლებელია. "რესპუბლიკელები" სწორედ ამიტომაც იქცნენ ადგილობრივი პოლიტიკის მარგინალებად, თუმცა მაინც გამწარებულები ებღაუჭებიან ფარდას და სცენიდან გასვლას არაფრით არ თმობენ. მაგრამ მათთვის განაჩენი უკვე კარგა ხანია გამოტანილია: "რაფინირებულ ინტელექტუალურ ოპოზიციას" აღარც ქუჩა ღებულობს და არც მათთვის ნაოცნებარი პარლამენტი თუ სამინისტროები. საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალა მიხვდა, რომ ამ უკანასკნელებთან ალიანსი მხოლოდ რეიტინგის დაკარგვას და მარგინალიზაციას იწვევს, რასაც ყოველი არჩევნები კიდევ ერთხელ თვალსაჩინოდ ადასტურებს.
ფდსფსდგსგ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100