სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ეროვნული ფორუმი” აქციებით იმუქრება

საღათას ძილით მიძინებულმა ოპოზიციურმა სპექტრმა გამოიღვიძა და გააქტიურდა კიდეც. ქვეყანაში თითქოს სამი პოლიტიკური დაჯგუფება გამოიკვეთა. ოქრუაშვილის ახალი პოლიტიკური გაერთიანება “ქართული პარტია”, “ეროვნული ფორუმი” და წარმომადგენლობით სახალხო კრებას ამოფარებული ნინო ბურჯანაძე.
სდადფსფსდფსდფსდ
ამ ორი პარტიისგან განსხვავებით “ეროვნული ფორუმი” რადიკალური ქმედებებით არ გეგმავს ხელისუფლების შეცვლას, “ფორუმი” ხელისუფლებისგან, პირველ რიგში, ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას ითხოვს და ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული.
სდადფსფსდფსდფსდ
მართალია, საარჩევნო გარემოს შეცვლის იდეა “ფორუმს” ეკუთვნის, თუმცა მასთან ერთად საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე შვიდი პოლიტიკური პარტიაც მუშაობდა, ეს პარტიებია: კონსერვატორები, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკელები, საქართველოს გზა, ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ხალხის პარტია. პარტიებმა ცვლილებების პროექტს საკანონმდებლო ინიციატივის სახე მისცეს და პარლამენტში შეიტანეს კიდეც.
სდადფსფსდფსდფსდ
დღეს კი, ამ რვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა დიპლომატებისთვის “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებული წინადადებები გაეცნოთ. პარტიებმა დღესვე პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს ექვსპუნქტიანი მიმართვა გაუგზავნეს მოთხოვნით: დაუყოვნებლივ დაიწყოს პროცესი იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ხელს უშლის.
სდადფსფსდფსდფსდ
“ეროვნული ფორუმი”, კახა შარტავა: “შეხვედრის მიზანია, რომ დიპლომატიურ კორპუსს გავაცნოთ ჩვენი შეხედულებები საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ხელისუფლება ცდილობს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროცესის დაწყებას თავი აარიდოს. ამ პროცესზე წამოსვლა იმის აღიარებაა, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმურობის პრობლემა აქვს. “ფორუმი” ცდილობს, ყველა მექანიზმი გამოიყენოს, რომ ხელისუფლების ცვლილება პოლიტიკურ და მშვიდობიან ფორმატში მოხდეს. იმედია, დიპლომატიური კორპუსის გავლენის საშუალებით ხელისუფლება ამ ცვლილებების პროცესში მონაწილეობას მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებას მოუწევს იმის აღიარება, რომ არჩევნების გაყალბებას აპირებს”.
შარტავასვე თქმით, “ფორუმი” შეეცდება, რომ ცვლილებების პროცესი პოლიტიკურ ჩარჩოებში მოაქციოს, თუ არადა, რჩება ის კონსტიტუციური ფორმები, რომელსაც საპროტესტო აქციები ჰქვია.
სდადფსფსდფსდფსდ
ასე, რომ თუ ხელისუფლება სააარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე უარს იტყვის, “ფორუმი” საპროტესტო აქციებით და დაუმორჩილებლობით იმუქრება. მოკლედ, წინ ცხელი შემოდგომა გველის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100