სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფინანსდება თუ არა "ქართული პარტია" რუსული ფულით?

რადიკალურ ოპოზიციურ ფლანგს კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური გაერთიანება შეემატა, რომელშიც კარგად ნაცნობი, ნაფტალინმოდებული, ყველასთვის მობეზრებული სახეები არიან წარმოდგენილნი. ბევრი ფიქრის, პარიზული შეხვედრების და კონსულტაციების შემდეგ, ოქრუაშვილი, გაჩეჩილაძე, სუბარი, კიწმარიშვილი და გუნცაძე გაერთიანდნენ, პოლიტიკური პარტია "ქართული პარტია" შექმნეს და ხელისუფლებას ბრძოლა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
"საქართველოსთვის ერთადერთი გამოსავალი დაწყებული ბრძოლის გაგრძელებაა, ჩვენ მზად ვართ იმ ძალებთან ერთად, რომლებსაც რეალურად სურთ არსებული ხელისუფლების შეცვლა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ავიღოთ", – განაცხადა გაჩეჩილაძემ პარტიის პრეზენტაციაზე. შთამბეჭდავია, ვერაფერს იტყვი.
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
ისე, "გრეჩიხას" ბრძოლის მეთოდები ყველას კარგად ახსოვს, ბრძოლის დასასრული კი - განსაკუთრებით. ბოროტი ხმები ამბობენ, "გრეჩიხას" ფული შემოაკლდაო. როგორც ჩანს, კარგა ხანია შავნაბადაზე არ ყოფილა. მოკლედ, ბრძოლა გამოცხადებულია, წამზომი ჩართული, გვიხაროდენ!
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 22 ნოემბერს გაიმართება და თანამდებობები ამ 5 ლიდერს შორისაც ყრილობაზე გადანაწილდება. პარტიის პრიორიტეტები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტა და ევროპულ ინსტიტუტებთან ინტეგრაცია იქნება.
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
ლევან გაჩეჩილაძე: "ჩვენ გავიარეთ არჩევნებიც, მშვიდობიანი აქციებიც, მაგრამ ხელისუფლებას ჭკუა ვერ ვასწავლეთ, ხელისუფლებასთან დიალოგზე წასვლით დასახული მიზანი არ მიიღწევა, ბრძოლა გრძელდება".
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
ეროსი კიწმარიშვილი: "რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის გარეშე საქართველო წარმატებული ქვეყანა ვერ იქნება, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოს მოსახლეობის დაკვეთაა".
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
აი, ასეთი განცხადებების კორიანტელი იყო "ქართული პარტიის" პრეზენტაციისას. როგორც ჩანს, ეროსი კიწმარიშვილისთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის. ისე, იცოცხლე, ხმამაღალი განცხადებების კეთება კი უყვართ ამ პარტიაში თავმოყრილ პოლიტიკოსებს, თუმცა, მათთვის სასურველ თემებზე.
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
აი, მაგ პრეზენტაციაზე, როდესაც გაჩეჩილაძეს ჰკითხეს, პარტიას ვინ აფინანსებსო, მან პარტიის დაფინანსებაზე საუბრისგან თავი შეიკავა. "დეკლარაციები არსებობს და ყველა ყველაფერს გაიგებს", - განაცხადა გაჩეჩილაძემ. არადა, ფრიად საინტერესოა, ვინ იქნება ამ გაერთიანების დამფინანსებელი.
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
"დრონი.ჯი-მ" ამ კითხვით "ქართული პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, სოზარ სუბარს მიმართა, თუმცა მან ჩვენი ინტერესი ვერ დააკმაყოფილა.
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
"ერთი და იგივეს გამეორებას არ ვაპირებთ, გუშინ გაჩეჩილაძემ გარკვევით გასცა ამ კითხვას პასუხი" - განუცხადა " დრონი.ჯი"-ს საკმაოდ მკაცრი ტონით სუბარმა.
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
მოკლედ, ლიდერებს ეს კითხვა ძალზედ აღიზიანებთ და დამფინანსებლის ვინაობას საგულდაგულოდ მალავენ. არადა, დამეთანხმებით, საინტერესოა ვისი ფულით აპირებენ ეს ადამიანები ხელისუფლების შინ გაშვებას.
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
"დრონი.ჯი" ასევე დაინტერესდა, როგორ აფასებენ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას ოპოზიციონერები, აპირებენ თუ არა, ამ ძალასთან თანამშრომლობას და მიიჩნევენ თუ არა, მათ კონკურენტად. ამ კითხვით ოპოზიციის წარმომადგენლებს მივმართეთ.
ფდგკოდფ
"ახალი მემარჯვენეები", მანანა ნაჭყებია: "მათთან თანამშრომლობაზე საუბარი ნაადრევია, ჯერ უნდა გამოჩნდეს, რას ემსახურება და რა ძირითადი მიზანი აქვს ამ პარტიას. თვითონ ფაქტს, რომ ამ ადამიანებმა პარტია დააფუძნეს, დადებითად ვაფასებ, რადგან ისინი პოლიტიკაში იყვნენ და არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნოდნენ.
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
რაც შეეხება დანარჩენს, მათ ადგილს პოლიტიკურ სივრცეში და მათ როლს, ამის შესახებ კომენტარებს მოგვიანებით გავაკეთებთ. გადავხედავთ მათ საქმიანობას. ახლა ძნელია იმაზე საუბარი, განვიხილავთ თუ არა მათ კონკურენტებად, შევხედავთ რა ნიშას დაიკავებენ, აიღებენ თუ არა აქცენტს იმ ამომრჩეველზე, რომელიც ჩვენ გვიჭერს მხარს და ამაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ".
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
"ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები", ზურაბ აბაშიძე: "ამ პარტიაში თავმოყრილ ლიდერებთან მეგობრული ურთიერთობა გამაჩნია და წარმატებებს ვუსურვებ. ჯერჯერობით, იმასთან დაკავშირებით, როგორ ვითანამშრომლებთ, რა ფორმით და რა საკითხებზე გვექნება თანხვედრა და რაზე არა, ,პროგნოზს" ვერ გავაკეთებ. ამას დრო გვიჩვენებს. თუ გვექნება ერთნაირი ხედვა, ბუნებრივია, ვითანამშრომლებთ და თუ არ გვექნება, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა არ შედგება. დაველოდოთ, ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს".
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
"დრონი.ჯი" ასევე დაინტერესდა, როგორ აფასებენ ექსპერტები ახალი პარტიის შემოსვლას პოლიტიკურ ასპარეზზე და ექსპერტ სოსო ცინცაძეს დაუკავშირდა.
სოსო ცინცაძე: "პარტიის შექმნას არაფერი უნდა, მაგრამ ჯოჯოხეთური შრომა სჭირდება იმას, რომ ელექტორატი შეიქმნა. ეს არის მთავარი პრობლემა, შეძლებს კი ამას ეს ახალი პარტია? იცით, საქართველოში 40 მილიონი ამომრჩეველი არ არის, სულ რაღაც ერთი ციცქნა ელექტორატი გვყავს, რომელიც უკვე დანაწილებულია. უპატრონო ელექტორატი არის დღეს საქართველოში? ვერ ვხედავ ასეთს, რომლის პრივატიზირებასაც ახალი პარტია შეძლებს.
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
თანაც პარტიის სახელია ახალი, თორემ ამ პიროვნებებს ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. ამ ადამიანებს, როდესაც პოლიტიკურ არენაზე გამოვიდნენ, მაღალი რეიტინგი ჰქონდათ, რაც დღეს დაკარგული აქვთ და ძალიან გაუჭირდებათ ელექტორატის შეძენა. ამისთვის მათ ჯოჯოხეთური შრომა და გრაფ მონტე კრისტოს ფინანსური რესურსები დასჭირდებათ".
ფდგკოდფგჰდფგჰდფ
P.S. მოკლედ, ნაფტალინმოდებულმა ოპოზიციონერებმა არენაზე გამოსვლა და "გადამწყვეტი მატჩისთვის" ბრძოლა დაიწყეს. მოიპოვებენ თუ არა არაერთხელ ნდობადაკარგული საზოგადოების ნდობას, ამას დრო გვიჩვენებს, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ადგილობრივი არჩევნების დროს საზოგადოება და მათ შორის ოპოზიციონერებიც აღნიშნავდნენ, რაღა დროს "გრეჩიხაა", მისმა მატარებელმა ჩაიარაო, ამ ნდობის მოპოვება ალბათ ძალიან გაუჭირდებათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100