„მომზადილი“ ეკატერინე ზესტაფონიდან (ვიდეო)

„ინფო 9“–ის რეგიონალური ბიუროები პატარ–პატარა მაია ფანჯიკიძეებით დაკომპლექტდა. გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, „ინფო 9“–ის ზესტაფონის ბიუროს ჟურნალისტი ეკატერინე დუგლაძე, რომელიც კორესპონდენტის კითხვაზე: „თქვენს სიუჟეტში, ბიძინას საპროტესტო აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა გააყალბეთ“, იმდენად განერვიულდა, რომ არაადექვატური გახდა. დუგლაძე ისტერიაშერეული ხმით ამტკიცებდა, რომ ზუსტად დათვალა მიტინგზე მისული ხალხის რაოდენობა.

აქამდე, მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის ცნობილი ჟურნალისტი ქალი, იმდენად აღფრთოვანებული ჩანს ბიძინას მიერ დანიშნული ხელფასით, რომ კოლეგების აბუჩად აგდებას ცდილობს, მათი ფეხსაცმლისა და კამერების გამო. გთავაზობთ, კიდევ ერთი აჟიტირებული ბიძინისტი ქალის სახეს. ეს ის შემთხვევაა, როცა ფული ჟურნალისტს „კიკუდ“ აქცევს.

ვიდეო იხილეთ აქ


კომენტარი