აშშ-მ ერაყში დაღუპულთა შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა

ამერიკელმა სამხედროებმა ერაყის ომის დროს დაღუპულთა რიცხვი დაითვალეს. როგორც ამერიკული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ ივლისში გავრცელდა, როდესაც ერთ-ერთ ოფიციალურ საითზე შემთხვევით გამოჩნდა ცნობები დაღუპულთა რიცხვის შესახებ. უფრო ადრე ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი არ იყო. ამერიკელების მიერ ერაყის ომის დასრულებულად გამოცხადების შემდეგ კი, ცნობები უკვე საჯარო გახდა.
სდფგდფპგდფპ[გდფპ[
როგორც ირკვევა, ამ დროის მონაცემებით, ერაყში 2004 წლის იანვრიდან 2008 წლის აგვისტომდე დაღუპულია 76 ათას 939 მშვიდობიანი მოქალაქე და ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომელი, 121 ათას 640 ადამიანი კი - დაჭრილი. კოალიციის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს შორის მსხვერპლმა შეადგინა 3 ათას 952 ადამიანი. დოკუმენტში არ არის მითითებული ამ რიცხვში შედის თუ არა ის მსხვერპლი, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო ნახევრადოფიციალური სამხედრო ფორმირებების წარმომადგენლებს შორის.
სდფგდფპგდფპ[გდფპ[
ყველაზე დიდი დანაკარგი ამერიკულ კონტიგენტს 2004 წლის ნოემბერში ჰქონდა, როდესაც დაიღუპა 137 ამერიკელი ჯარისკაცი. 2004 წლის აპრილში დაიღუპა 135 და 2007 წლის მაისში კი 126 ჯარისკაცი.
სდფგდფპგდფპ[გდფპ[
ინფორმაციას ერაყში დაღუპულთა შესახებ აქვეყნებს ასევე ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა მონაცემები ოდნავ განსხვავდება ოფიციალურისაგან. მათ მიერ მოპოვებული ცნობებით, 2003 წლის მაისიდან ომის დასრულებამდე, ანუ 2010 წლის სექტემბრამდე, დაღუპულია დაახლოებით 107 ათასი ადამიანი. ეს ორგანიზაციები მუშაობენ იმ საკითხზეც, რომ დაადგინონ ზუსტი რიცხვი ერაყის მშვიდობიანი მოსახლეობისა, რომელთა დაღუპვის შესახებ ინფორმაცია და სტატისტიკა არ არსებობს.
სდფგდფპგდფპ[გდფპ[
აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ერაყში, როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ბარაკ ობამას გეგმის მიხედვით, ოფიციალურად 2010 წლის 1 სექტემბერს დასრულდა. ამერიკულმა სამხედრო ნაწილებმა და ტექნიკამ ქვეყანა 18 აგვისტოს დატოვეს. ამჟამად ერაყში დაახლოებით 50 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რომლებიც ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებს უწევენ დახმარებას და იღებენ მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში.

საქართველოს კოალიციის შემადგენლობაში 2007 წლის ივლისიდან 2000-მდე სამხედრო ჰყავდა წარგზავნილი. პირველი ჯგუფი კი 2003 წლის ზაფხულში გაიგზავნა. მას შემდეგ ერაყში ქართველი სამხედროების კონტიგენტი წლიდან წლამდე მატულობდა. ერაყში სამშვიდობო მისიის შესრულებისას, ქართული არმიიდან ოთხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

კომენტარი