სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იური ლუჟკოვს სერგეი საბიანინი შეცვლის

მოსკოვის მერის ვაკანტური თანამდებობა, შესაძლოა, სერგეი საბიანინმა დაიკავოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო "ინტერფაქსი" ავრცელებს. აღნიშნული ინფორმაციის წყაროდ სააგენტო მოსკოვის ადმინისტრაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ასახელებს, თუმცა კონკრეტულად მისი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.
ფგდფგჰკფჰლკფგჰკ;ფლ
როგორც "ინტერფაქსი" იუწყება, საბიანინის კანდიდატურის განხილვა 21 ოქტომბერსაა დაგეგმილი. წყარო აცხადებს, რომ 19 ოქტომბერს დაგეგმილია რუსეთის მთავრობის სხდომა, ხოლო 20 ოქტომბერს საქალაქო სათათბიროს სხდომა, თუმცა მოსკოვის მერის საკითხი სხდომაზე არ დადგება, რადგან დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია და მისთვის ცალკე შეკრება უნდა დაინიშნოს.
ფგდფგჰკფჰლკფგჰკ;ფლ
მისი ინფორმაციით, მოსკოვის მერის კანდიდატურის განხილვა 21 ოქტომბერს დილით მოხდება. დიმიტრი მედვედევმა მოსკოვის საქალაქო საბჭოს რუსეთის ფედერაციის დედაქალაქის მერად ვიცე-პრემიერ სერგეი საბიანინის კანდიდატურა წარუდგინა.
ფგდფგჰკფჰლკფგჰკ;ფლ
სერგეი საბიანინი დაიბადა 1958 წელს ხანტი-მანაისკის ოლქის, ბერიოზოვსკის რაიონის სოფელ ნიაკსიმვოლში. 2001 წლიდან იყო ტუმენის ოლქის გუბერნატორი, 2005 წლის ნოემბერში დაინიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, 2008 წლიდან იყო რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, ვიცე-პრემიერი _ რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატის უფროსი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100