უახლოეს დღეებში ლუსტრაციის კანონი ამოქმედდება

ლუსტრირებული აგენტები, აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკა, პირადი მონაცემების უსაფრთხოება და სატრანზიტო დერეფნების განსაკუთრებული კონტროლი უახლოეს მომავალში ,,თავისუფლების ქარტიის” ძალაში შესვლის შემდეგ იქნება აქტუალური.
ფდსგსდოგფდპ
,,თავისუფლების ქარტიის” განხილვას საქართველოს საკანონმდებლო ორგანო დღეიდან შეუდგება. Qქარტია ლუსტრაციის შესახებ კანონისა და ამერიკული ,,პატრიოტის აქტის” გარკვეულ სინთეზს წარმოადგენს. მის თანახმად საბჭოთა უშიშროების ყოფილ თანამშრომლებს ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობის დაკავება აეკრძალებათ.
ფდსგსდოგფდპ
დოკუმენტი უკვე ერთი წელია შემუშავებულია, მისი პარლამენტში განხილვისა და დამტკიცების ინიციატივით კი ფრაქცია ,,ძლიერი საქართველოს” ლიდერი გია თორთლაძე გამოვიდა.
ფდსგსდოგფდპ
კანონპროექტზე იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტები იმსჯელებენ, რის შემდეგაც პროექტი პირველი მოსმენით სესიაზე გავა.
ფდსგსდოგფდპ
აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ კონტროლს, ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების მონიტორინგს მოიცავს.
ფდსგსდოგფდპ
ამასთან ერთად, ყოფილი საბჭოთა კავშირის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციისა და ნებაყოფლობითი აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით, შეიქმნება სახელმწიფო კომისია.
აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებენ, როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები.

კომენტარი