ვინ რამდენი მილიონი გადაუხადა ოპოზიციის ლიდერებს და სად გაქრა 47 მილიონი დოლარი?

ოპოზიციის უმოქმედობის რეალური მიზეზი არც ზაფხულია და არც თვითლუსტრაცია. ოპოზიციას ფული არ ჰქონია. ყველა ოპოზიციური პარტია ერთად აღებული საკუთარი ფინანსებით ერთ კვირასაც კი ვერ გაქაჩავს გრანდიოზულ აქციებსო. საგარეო დაფინანსება კი შეუწყდათ. ის ხალხი, ვინც ხელისუფლების დამხობაში ფული ჩადო, ძალიან გულგატეხილია. ისინი აღარ ენდობიან იმ ლიდერებს, რომელთაც 9 აპრილის და სხვა დღეებში ათასობით კაცის ქუჩაში გამოყვანა კი შეძლო, მაგრამ მთავარ მიზანს ვერ მიაღწია – ხელისუფლების დამხობასა და პრორუსული ხელისუფლების მოყვანას.
რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში თავშეფარებული ყოფილი ოლიგარქები და შევარდნაძის დროინდელი ბიზნესმენები ფიქრობენ ვისზე დადონ ფსონი. საქართველოდან გაქცეული რევანშისტების არჩევანი მალე გაცხადდება. აი რეალური მიზეზი ოპოზიციის ლიდერთა გაურკვევლობისა, რომელთა ერთი ნაწილი ასევე გაურკვევლად აცხადებს რომ სავარაუდოდ, სექტემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება საპროტესტო აქციები. ეს მაშინ, როცა 9 აპრილი ორი თვით ადრე დააანონსეს.
თუ ოპოზიცია გააქტიურდა და შს სამინისტროს მაღალჩინოსნებიც ძალიან გააბრაზეს, მაშინ სავარაუდოდ, ქართულ ტელეარხებსა და ინტერნეტ-საიტებზე აუცილებლად გაჩნდება ახალი ფარული ჩანაწერები, ოდიოზურ რევანშისტულ ძალებთან, კანონიერ ქურდებთან რადიკალთა შეხვედრის შესახებ და თარგამაძე-გაჩეჩილაძე-გამყრელიძის საიდუმლო სერობისგან განსხხვავებით, ეს ფილმები `მუნჯი~ აღარ იქნება.
დრონი.ჯი-ს ინფორმაციით, სპეცსამსახურებს აქვთ ჩანაწერები ოპოზიციის ლიდერების მიერ თანხის მიღებისა და ამ ფულის გამოყენება-დანიშნულებასთან დაკავშირებით. ასევე ხელისუფლებას გააჩნია მტკიცებულება უცხოეთიდან ოპოზიციის დაფინანსებისა და საეჭვო საბანკო გადარიცხვების შესახებაც.
კერძოდ, ოფშორული ზონებიდან მილიონები სომხეთსა და აზერბაიჯანში ქართველების კუთვნილი ფირმების ანგარიშებზე გადარიცხულა. ამ ფირმების ერთ-ერთი დანიშნულება კი თანხების მიღება და ადრესატისთვის გადაცემა ყოფილა. შესაბამის უწყებებს გააჩნიათ იმის მტკიცებულებაც თუ რა საშუალებებით ხდებოდა ეს ფული ოპოზიციის ლიდერთა ხელში.
სქემა გაშიფრულია, გაშიფრულია გადმომრიცხავი ფირმის მფლობელთა და მიმღებთა ვინაობაც. ოფშორული ზონიდან უკრაინაში მცხოვრები ერთი ცნობილი ქართველის პირად ანგარიშზე დაფიქსირებული ყოფილა 2 მილიონი დოლარის გადარიცხვის ფაქტიც, ასევე, ამავე პიროვნების ანგარიშზე ბრიტანული `ბარკლაი ბანკიდან~ ორჯერ 2-2 მილიონის გადარიცხვის ფაქტიც. დადასტურებული ყოფილა ისიც რომ ეს პიროვნება, თავის მხრივ, ოპოზიციის დამფინანსებელია და მის ანგარიშს სხვებიც იყენებდნენ ოპოზიციისთვის ფულის მისაწოდებლად.
ამ ფაქტების გამომზეურებას ხელისუფლება მალე აპირებს. შესაძლოა არანაირი კავშირი ამ გადმორიცხვებთან და მოვლენებთან არ ჰქონდეს მაგრამ ბარკლაი ბანკი ის ბანკია, საიდანაც ბადრი პატარკააციშვილი ფულს თბილისში თავის ანგარიშებზე რიცხავდა. ამავე ბანკიდან გადაურიცხა პატარკაციშვილმა 105 000 დოლარი 7 ლეიბორისტს – თითოეულს 15 000 დოლარი. შალვა ნათელაშვილმა მრავალგზის უარყოფის მიუხედავად, ბოლოს აღიარა - ეს ფული ბადრიმ ისე როგორც მეგობარს, მე მაჩუქაო.
ახლა გთავაზობთ იმ ადამიანებთა სიას, რომლებიც დრონი-ჯი-ს წყაროს მონაცემებით, რადიკალთა საგაზაფხულო-საზაფხულო აქციებს აფინანსებდნენ (თავად სპონსორებს კი, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურები ამარაგებდნენ ფულით, რათა ოპოზიციის დაფინანსება საქართველოს მოქალაქეთა ხელით მომხდარიყო. ასე უფრო ჩრდილში იქნებოდა ფსბ-ო):
1. ასლან აბაშიძე – 6 000 000 (6 მილიონი) დოლარი;
2. ბადრი მელაძე – 2 000 000;
3. ჯემალ გოგიტიძე – 1 000 000;
4. კახა თარგამაძე – 4 000 000;
5. შალვა ბრეუსი – 2 000 000$;
6. ალექსანდრე სილაგაძე, „საქაერონავიგაციის“ ყოფილი დირექტორი, სსრკ-ს დროს სუკ-ის კაპიტანი იყო – 1 000 000$;
7. ბორის სალარიძე – საგზაო დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე – 1 000 000$;
8. ლევან მამალაძე – 3 000 000$;
9. თემურ ბასილია – 500 000$;
10. გოჩა ძასოხოვი – 1 500 000$;
11. ალექსანდრე ებრალიძე – 4 000 000$;
12. ზურაბ წერეთელი – 7 000 000$;
13. ირაკლი ოქრუაშვილი – 3 000 000$;
14. ზურაბ ლობჟანიძე („მადნეულის“ ყოფილი გენ.დირექტორი) – 1 000 000$;
15. მიხეილ ხუბუტია – 7 000 000$;
16. ბონდო შალიაკიანი – 1 000 000$;
17. ლევან პირველი – 2 000 000$;
ამ მონაცემებით ოპოზიციამ 47 მილიონი დოლარი გადაუყარა სპონსორებს წყალში, თუმცა ეს არასრული სიაა იმ დამფინანსებლებისა, რომლებიც ოპოზიციას ფულს აძლევდნენ. ამას გარდა, წყაროს მტკიცებით, დაახლოებით 80 მილიონი დოლარი დაიხარჯა აპრილიდან ივლისის ჩათვლით, თუმცა ამ 80 მილიონის ასავალ-დასავალს ხელისუფლებამ ვერ მიაკვლიაო.
სავარაუდოდ, ეს თანხები ფე-ეს-ბე-ს სპეცფონდებიდან რამდენიმე ქართული კომპანიის ანგარიშზეა გადმორიცხული ფიქტიური ბიზნესოპერაციებისთვის. სქემა ასეთია: შემკვეთი თანხას რიცხავს გარკვეული პროდუქციის შესაძენად, თანხას წინასწარ რიცხავს, მაგრამ პროდუქცია არ მიეწოდება, ეს ფული კი კონკრეტულ მისამართზე, ამ შემთხვევაში კი, ოპოზიციის ლიდერებთან მიდის.
ეს ის კომპანიაები უნდა იყოს, რომელთაც რუსეთი ფლობს საქართველოში. რაც შეეხება თანხის გადარიცხვის ზუსტ გეგმას, ფე-ეს-ბე-ს სპეც.ფონდებიდან თანხა მის მიერ კონტროლირებად კომპანიაში ირიცხება რუსეთის ტერიტორიაზე, აქედან ასევე ფე-ეს-ბე-ს შექმნილ კომპანიაში ოფშორულ ზონაში, შემდეგ კი საქართველოში, კვლავ რუსული სპეცსამსახურების კონტროლირებად კომპანიებში.
სტატია დაიბეჭდა გაზეთ დრონი.ჯი-ს 12 ოქტომბრის ნომერში (გაზეთი დრონი.ჯი მოითხოვეთ ყველგან, ყოველ ორშაბათს და აღნიშნეთ საუკეთესო)!!!

კომენტარი