სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თურქეთი განვითარების განსხვავებულ გზას ირჩევს?!

მეზობელ თურქეთში დაპატიმრებების მორიგი ტალღა აგორდა. როგორც უცხოური პრესა აღნიშნავს, უკანასკნელ პერიოდში თურქი სამართალდამცავები სამი მიმართულებით მუშაობენ: ერთი, ეს არის ტრადიციული ბრძოლა ქურთულ სეპარატიზმთან, მეორე – ქვეყნის ტერიტორიაზე "ალ-ქაედას" ნარჩენების განადგურება და მესამე, სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულებების გახსნა, რომელიც ბოლო ხანს აქ უცნაურად მომრავლდა.
დფსგდგდფიოგჯიდფო
ეს პრობლემა განსაკუთრებით გააქტუალურდა უკანასკნელი პერიოდის თურქეთში. ახალი პოლიტიკური ელიტის ფორმირება რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა ჯერ კიდევ 7-8 წლის წინ სცადა, დასავლეთმა კი იმთავითვე შეამჩნია, რომ ევროკავშირზე მეოცნებე ქვეყანაში განსხვავებული, რადიკალური მოძრაობები დაიწყო.
დფსგდგდფიოგჯიდფო
რამდენიმე კონკრეტულმა ფაქტმა და მიღებულმა კანონმა საგონებელში ჩავარდნილი დასავლეთი ვესტერნიზებულ თურქეთში ისლამიზაციის საფრთხეზეც დააფიქრა. პირველი ნიშანი საამისოდ იყო თურქეთის პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თურქეთმა აშშ-ს აუკრძალა მისი ტერიტორიის პლაცდარმად გამოყენება ერაყზე თავდასასხმელად. უცნაური იყო ასევე წელიწადნახევრის წინ ერდოგანის მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც მან ევროკავშირის გასაგონად აღნიშნა, რომ `თურქეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი აზიაში მდებარეობსო".
დფსგდგდფიოგჯიდფო
ამ ყველაფერმა, ასევე ათათურქის შემდგომ, პროდასავლურად განწყობილი თურქეთის სამხედრო ელიტის მნიშვნელოვანმა შევიწროებამ და მმართველობის საქმეებიდან ჩამოცილების მცდელობებმა, ექსპერტების ნაწილს აფიქრებინა, რომ თურქეთი, შესაძლოა, პოლიტიკური განვითარების განსხვავებულ გზას დაადგეს.
დფსგდგდფიოგჯიდფო
როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, სცენარის ასე განვითარების შემთხვევაში, საქართველოსთან თურქეთის სახელმწიფოს ურთიერთობებში უარესობისკენ არაფერი შეიცვლება, მაგრამ მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის მაინც მეტად საინტერესოა.
დფსგდგდფიოგჯიდფო
სპეციალისტები აცხადებენ და დასავლური პრესა წერს, რომ ოფიციალური თურქეთის ასეთი სახეცვლილება გლობალური პოლიტიკის და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების საერთო ცვლილებით არის გამოწვეული. თურქეთს დიდი ხანია აქვს პრეტენზია ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ლიდერობაზე და შესაბამისად, მას ასეთი პოლიტიკური მეტამორფოზები, შესაძლოა, გარკვეულწილად აწყობდეს.
დფსგდგდფიოგჯიდფო
თუმცა, საქართველოსთან და, ზოგადად კავკასიასთან მიმართებაში, ის მთლიანად სტაბილიზაციის და მჭიდრო პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის მომხრეა. ზოგადად კი, თურქეთში ისლამიზაციის საფრთხეზე საუბრისას, გასათვალისწინებელია თურქეთის მოსახლეობის სპეციფიკაც. მიუხედავად ათათურქის შემდგომ პერიოდში მიმდინარე აქტიური სეკულარიზაციისა, თურქეთის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა კვლავ ტრადიციების მიმდევრად დარჩა. ალბათ, ესეც განაპირობებს იმას, რომ თურქეთი ირანს და სხვა მუსულმანურ სახელმწიფოებს უსწრებს რელიგიური შინაარსის მქონე საპროტესტო აქციების რაოდენობით.

ევროპა და აშშ თურქეთში მიმდინარე ცვლილებებს, ამ ეტაპზე შორიდან და მშვიდად აკვირდება. თუმცა, დასავლურ პრესაში ზოგჯერ ჩნდება ეჭვები, რომ თურქეთი ფარულად ისრაელის საწინააღმდეგო ტერორისტულ ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობს. თუმცა, დასავლეთი ამ მიმართულებით, ჯერჯერობით, მაინც დისტანცირებულ პოზიციას არჩევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100