სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრეზიდენტის რადიკალური ნაბიჯი: სახალხო დამცველი სასჯელაღსრულების მინისტრი ხდება

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში საჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად წარადგინა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გააკეთა. პრეზიდენტის განცხადებით, ახალი მინისტრის საქმიანობაში ვერ ჩაერევა ვერავინ, რა თქმა უნდა, საზოგადოებისა და კანონის გარდა. მისივე თქმით, ამ დღეებში პოლიტიკა ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა, მაგრამ მიუღებლად მიაჩნია ადამიანის ბედით ისეთი მანიპულირება, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ჰქონდა ადგილი. „ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა არაფერი გაიპაროს იმ საცერში, რომელიც აუცილებლად იარსებებს ახალი სამინისტროს სახით“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და მადლობა გადაუხადა გიორგი ტუღუშს იმის გამო, რომ ეს ადამიანი, რომელიც არაა პოლიტიკოსი, გაცედულ ნაბიჯზე წამოვიდა და შეთავაზებას დათანხმდა.

გიორგი ტუღუშის განცხადებით, მან პირადად პრეზიდენტისგან მიიღო გარანტია, რომ სამინისტროს საქმიანობაში ვერავინ ჩაერეოდა. „შეიძლება ბევრს გაუჩნდეს შეკითხვა, რატომ დათანხმდა ომბუდსმენი ამ წინადადებას, მაგრამ მე აქამდე ვწერდი ანგარიშს და ვაუწყებდი ხელისუფლებას, მაგრამ ახლა მეძლევა საშუალება, უშუალოდ ჩავება იმ პროცესში, რასაც პენიტენციური სისტემის რეალურად გარდაქმნა ჰქვია და ვეცდები, ამისთვის ძალ-ღონე არ დავიშურო“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100