სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაქრაძე: „რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა ქართველი ერის უპატივცემულობაა“

„პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო სერიოზული გამოცდა ქართული სახელმწიფოსთვის, ქვეყანამ ეს გამოცდა ღირსეულად ჩააბარა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვართ განვითარებული ერი და ჩვენ ვულოცავთ და მადლობას ვუხდით ქართველ ხალხს იმ ღირსებისთვის რაც გამოიჩინა საპარლამენტო არჩევნებზე.

დღევანდელი სურათით ნათელია, რომ ხმების უმრავლესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ერის არჩევანს და ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს. ჩვენ შევალთ პარლამენტში როგორც საპარლამენტო ოპოზიცია.

ჩვენ რვა წლის განმავლობაში ვქმნიდით ქართულ სახელმწიფოსა და დემოკრატიას. არჩევნებმა კი გამოაჩინა, რომ ქართული სახელმწიფო შედგა. ჩვენი მოვალეობაა რომ კვლავ განვაგრძოთ ქართული სახელმწიფოს შექმნა, რათა საქართველომ განაგრძოს წინსვლა და საქართველო არასდროს აღარ დაბრუნდეს უკან.

ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას როგორც ოპოზიციური ძალა და ჩვენ ჩვენი ღირსებების ერთგულნი ვრჩებით. ჩვენ ვიქნებით ძალიან აქტიურნი და მტკიცენი.“

ბაქრაძის თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნა ქართველი ხალხის უპატივცემულობასა და პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობას ასახავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100