CNN: “ახალი ერა საქართველოსთვის - რაც შეიძლება ახლოს რუსეთთან!“

ეს მოვლენები რა თქმა უნდა ისტორიულია საქართველოს დემოკრატიისთვის, მაგრამ ძალიან მტკივნეული იმ ადამიანისთვის, რომელმაც ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ამოიყვანა არსებული ქაოსიდან და იბრძოდა ამ დემოკრატიის მისაღწევად თითქმის ათწლეულის მანძილზე.

პირველად მრავალი წლის მანძილზე, ხელისუფლება დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების, საზოგადოების სურვილისამებრ შეიცვალა და მთავრობის ძალისმიერი გადაგდებით, რევოლუციითა და საპროტესტო აქციებით არ მოხდა აღნიშნული ცვლილება. შედეგების გამოვლენის შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილი მოიქცა ისე, როგორც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის პირველი პირი მოიქცეოდა, მან დამარცხება აღიარა და ამ თემაზე ოფიციალური განცხადებაც გააკეთა.

რა თქმა უნდა ეს ფაქტი მეტად მტკივნეული უნდა იყოს იმ ადამიანისთვის, რომელიც 9 წლის წინ ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოვიდა, საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მას მხარი დაუჭირა, სააკაშვილმა კი ამ წლების მანძილზე ქვეყანა პროგრესისკენ წაიყვანა, მოახდინა დასავლეთთან მისი სრული თუ არა ნაწილობრივი ინტეგრირება.

კოალიცია „ქართული ოცნების“ შექმნის შემდეგ არსებულ მთავრობას საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მაინც შენარჩუნებული ჰქონდა, თუმცა ბინძური წინასაარჩევნო მეთოდების გამოყენებამ ამ ყოველივეზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

საქართველოს ამბიციები ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით კი მოსვენებას არ აძლევდა რუსეთს, რომელთანაც საქართველომ 2008 წელს სასტიკი ომი გადაიტანა. ეს ამბიციები კი საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის ნაკლებ პრიორიტეტული იქნება.

პრემიერ-მინისტრობას 56 წლის მილიარდერი, ბიძნა ივანიშვილი გეგმავს, რომელმაც საკუთარი ფინანსური და ეკონომიკური საკითხები რუსეთის ფედერაციაში ოთხმოცდაათიან წლებში განავითარა.

ივანიშვილს არაერთხელ დასდეს ბრალი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ამ უკანსკნელს სურს უარი თქვას ევროპაზე, ნატოსა და აშშ-ზე, მას საქართველოს დაბრუნება კვლავ რუსეთის ჩრდილქვეშ სურს.

მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ამ ყოველივეს უარყოფს, რუსეთის ფედერაციაში უკვე აღნიშნავენ ივანიშვილის გამარჯვებას და მედვედევის თქმით, თუ არჩევნების შედეგები რეალურია, მაშინ საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი შედარებით მრავალფეროვანი გახდებa.

დრონი.ჯი: მრავალფეროვნება - ევროპა, ნატო, ევროკავშირი, აშშ. ერთფეროვნება და წარსულის დაბრუნება - რუსეთის ფედერაცია!

კომენტარი