საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენმდივანს პირისპირ შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 13-14 ნოემბერს, სამუშაო ვიზიტით, ბრიუსელს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა. ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა კარნეგის ცენტრში და ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა დონეზე. ბრიუსელში ქვეყნის პირველი პირი ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, ჰერმან ვან რომპუისთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტთან მარტინ შულცთან გამართავს შეხვედრებს.

მანამდე კი, საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალური მდივნის პირადი მიწვევით პრაღაში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

პლენარულ სხდომაზე, რომელიც 12 ნოემბერს გაიმართება, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. პრაღაშივე, 12 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილისა და ანდერს ფოგ რასმუსენის პირისპირ შეხვედრა იგეგმება.

კომენტარი