სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამიას გამოსვლა სასამართლო პროცესზე

ბრალდება აბსოლუტურად მოუმზადებელი და პოლიტიკურად მოტივირებულია, - ამის შესახებ განათლებისა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, ”რუსთავი 2”-ის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ვფიქრობ, რომ ჩემს მიმართ აღმკვეთი ღონისძიება საერთოდ არ უნდა იყოს გამოყენებული. არ მესმის, საერთოდ რატომ ვდგავარ აქ, მით უმეტეს, ასეთი მძიმე ბრალდებებით. მე ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას და დავეხმარე მეგობარს ფირმის დაფუძნებაში. თუ ეს დანაშაულია, შეგიძლიათ აქედან საერთოდ არ გამიშვათ, რადგან ჩემს ცხოვრებაში ასეთი ფაქტები ბევრია", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"თქვენი მიზანი ვანო მერაბიშვილზე გასვლაა. ვერ გახვალთ ამ კვალზე, რადგან ასეთი კვალი არ არსებობს. მე არ ვაპირებ ფაქტების მოგონებას და თქვენი პოლიტიკური მიზნების შესრულებას. დიახ, დღეს პროკურატურა არის პოლიტიკური მიზნების შემსრულებელი. ჩემი მაღალ თანამდებობებზე ყოფნის დროს საკუთარი თავისთვის პრემიაც კი არ გამომიწერია, რადგან ამასთან დაკავშირებით მაქვს ეთიკური პრობლემა. ვფიქრობ, რომ ვაწყდებით აბსოლუტურად მოუმზადებელ და მოტივირებულ პოლიტიკურ ბრალს. კონტრაქტების წერა, ფირმის დაარსებაში როგორც იურისტის მონაწილეობა და ამ ფორმით მეგობრის დახმარება, არის დანაშაული?", - აღნიშნა გვარამიამ.

რაც შეეხება ბრალდების მხარის განცხადებას, რომ ნემსიწვერიძის კომპანიას შესაბამისი გამოცდილება არ აქვს და მის ანგარიშზე დიდი ოდენობის თანხის ჩარიცხვამ გამოიწვია ეჭვები, გვარამიამ აღნიშნა: "მართლა ფიქრობთ, რომ ყველა სამშენებლო ფირმის დირექტორი თვითონაა მშენებელი? ეს ბრალდება, რომელიც წარმოდგენილია, არის მოუმზადებელი და მოტივირებული".

გარდა ამისა, ნიკა გვარამია მის დაკავებას "რუსთავი2"-ის "ჩაქრობის მცდელობას უკავშირებს".
"რუსთავი 2"-ის ჩაქრობის ძალიან ბევრმა მცდელობამ ჩაიარა ყოველგვარი შედეგის გარეშე. მინდა გითხრათ, რომ ამას ვერავინ მოახერხებს. "რუსთავი2" იქნება, ჩემს თუ ჩემს გარეშე", - აღნიშნა გვარამიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100