სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრიუსელში საქართველოს საელჩოში საზეიმო მიღება გაიმართა

ბრიუსელში საქართველოს საელჩოში საზეიმო მიღება გაიმართა. ქართულ დიპლომატიურ მისიაში 8 მარტთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების ელჩები და მისიების ხელმძღვანელები მივიდნენ.

სტუმრებს საქართველოს ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში სალომე სამადაშვილი მასპინძლობდა.

საზეიმო მიღებაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონიც მონაწილეობდა.

მიღებაზე მსოფლიოში ქალთა როლზე და მათ განათლებაზე ისაუბრეს.

როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, "8 მარტი მსოფლიო თანამეგობრობისათვის მნიშვნელოვანი დღეა".

"ეს არის დღე, როდესაც ყველა უფრო მეტად ფიქრობს იმაზე, თუ რა შეიძლება, გაკეთდეს, რათა ქალებს წარმატებისთვის ერთნაირი შესაძლებლობები მიეცეთ", - განაცხადა სამადაშვილმა.

კეტრინ ეშტონის შეფასებით კი, "მსოფლიოში ქალების როლი მნიშვნელოვანია". "ამის მაგალითები ეგვიპტეში, ტუნისსა და ლიბიაში იყო, სადაც ქალები სიმამაცით გამოირჩეოდნენ და ცვლილებებს ითხოვდნენ. ისინი თავიანთი ქვეყნის მომავალი ლიდერები არიან. ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შორის ქალთა რცხვი მომავალში გაიზრდება", - განაცხადა ეშტონმა. pirweli

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100