სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

BBC-ს რუსული რედაქცია სტატიას აქვეყნებს

"ალასანია ამბობს, რომ საქართველო ხელს მოაწერს დეკლარაციას ძალის გამოუყენებლობის შესახებ", - სტატიას ამ სათაურით BBC-რუსული რედაქცია აქვეყნებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - არის თუ არა მზად საქართველო ხელი მოაწეროს დეკლარაციას, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი პასუხობს:

"ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ დეკლარაციას,მაგრამ ეს უნდა იყოს რეალობის ადეკვატური, რეალობა კი ასეთია, რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები და ეს უნდა გახდეს ჩვენი დეკლარაციის ნაწილი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ექსკლუზიური ინტერვიუ BBC-ს რუსულ სამსახურს მისცა, სადაც რუსეთთან ურთიერთობაზე, საქართველოს ახალი ხელისუფლების გეგმებსა და ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობაზე კანდიდატურის წამოყენების შესახებ ისაუბრა.

ალასანიამ აღნიშნა, რომ მისი, როგორც თავდაცვის მინისტრის მთავარი მიზანია ხელი შეუშალოს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას.

"ჩვენ არ გვაქვს ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი შეიცვლის პოზიციას საქართველოს სურვილთან დაკავშირებით - გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ან შეიცვლის დამოკიდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, თუმცა ურთიერთობა უნდა დავიწყოთ",- განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრს კითხვა საქართველოში ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების დაკავებასა და ამ საკითხთან დაკავშირებულ კრიტიკაზეც დაუსვეს. ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ დასავლეთის მეგობრული რჩევები იმასთან იყო დაკავშირებული, რომ მათ არ სურდათ საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ვარდების რევოლუციის შემდეგ დაშვებული შეცდომები გაემეორებინა.

ექსპერტების შფასებით, საქართველოს პოზიცია ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ხელმოწრის თემაზე პრონციპული უნდა იყოს. სერგი კაპანაძის ინფორაციით, დოკუმენტზე მუშაობა ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში უკვე დაწყებულია და საქართველოს ასევე აღებული აქვს ცალმხრივი ვალდებულება, რომელიც საქრთველოს პრეზიდენტის განცხადებას ეფუძნება.

ექსპერტის განცხადებით, თუკი საქართველო ხელს მოაწერს ასეთ დოკუმენტს, იგივე ვალდებლება საკუთარ თავზე რუსეთის ფედერაციამაც უნდა აიღოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100