სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ივანიშვილის გამოსვლები ჩავესისა და კასტროს გამოსვლებს მახსენებს“

ბიძინა ივანიშვილის გამოსვლები ჩავესისა და კასტროს გამოსვლებს მახსენებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა პრემიერის დღევანდელი პრესკონფერენციის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას მინაშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის ყველა გამოსვლა დემაგოგიით არის გაჯერებული.
მისივე თქმით, პრემიერი კრიტიკული კითხვების მიმართ აგრესიულია, რაც ბევრჯერ დაფიქსირდა.
მინაშვილის შეფასებით, ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც მუდმივად იტყუება და გაცემულ დაპირებებს არ ასრულებს.
"ის საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ საწვავის ფასი განახევრდებოდა, განათლება და ჯანდაცვა უფასო იქნებოდა, მაგრამ მათი არც ერთი დაპირება არ სრულდება. ამასთან, ამ ადამიანს არ აქვს წარმოდგენა, როგორ აპირებს ქვეყნის მართვას და დაპირებების შესრულებას. პრემიერის არასერიოზული განცხადებები ქვეყნისთვის სახიფათოა", - აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100