პრეზიდენტმა პარლამენტს ელჩობის კანდიდატები წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტს ელჩობის კანდიდატები უკვე წარუდგინა.
ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე ნატალია საბანაძის კანდიდატურა, უნგრეთში საქართველოს ელჩად კი - ზაზა კანდელაკის კანდიდატურაა წარდგენილი.

გარდა ამისა, პრეზიდენტმა ლატვიის რესპუბლიკაში ელჩად თეიმურაზ ჯანჯალიას კანდიდატურა, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ევროპის უსაფრთხოების თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანოზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კი, კონსტანტინე ზალდასტანიშვილის კანდიდატურა წარადგინა.
ასევე, აშშ-ში საქართველოს ელჩობის კანდიდატია არჩილ გეგეშიძე, ჩეხეთის რესპუბლიკაში - ზაალ გოგსაძე, უკრაინაში კი - მიხეილ უკლება.
ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და რომში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კარლო სიხარულიძის კანდიდატურა წარადგინა.

კომენტარი