სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო დედაქალაქის მერის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ძველი თბილისის რაიონულ პოლიციაში ქალაქ თბილისის მერი, ბატონი გიგი უგულავა მოწმის სახით დაკითხვაზე იყო დაბარებული, იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა, რითაც უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა. მართალია, 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმის სახით წინა სასამართლო გამოძიების ეტაპზე პირის დაკითხვა და მისი იძულებით მოყვანა საგამოძიებო ორგანოში არ არის გათვალისწინებული, მაგრამ ეს ახალი წესი ამოქმედდება 2013 წლის 1 დეკემბრიდან, როგორც ეს მითითებულია დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლის პირველ ნაწილში", - აღნიშნულია განცხადებაში. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჩვენებაზე უარის თქმა არის სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, მოწმის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ითვალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 


"გამოძიება აფრთხილებს ქალაქის მერს, ბატონ გიგი უგულავას, თუ ის არ შეასრულებს მისთვის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს და არ გამოცხადდება ჩვენების მისაცემად, მისი უმოქმედობა მიჩნეულ იქნება, როგორც მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა და მის მიმართ გატარდება საპროცესო კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები", - ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100