უკრაინის არმია 8 ათასი კაცით შემცირდა

უკრაინამ არმიის რიცხოვნობა შეამცირა. შესაბამის კანონს, პარლამენტში, გასულ ხუთშაბათს ხმა 249 დეპუტატმა მისცა. ახალი კანონი მიმდინარე წლის ბოლომდე სამხედრო მოსამსახურეთა 192 ათას კაცამდე შემცირებას გულისხმობს. შედეგად, უკრაინის არმია, 8 ათასი სამხედრო მოსამსახურით ნაკლები იქნება.

„,ისედაც ბოლო 15 წელია ვანგრევთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. ახლა, კიდევ უფრო ამცირებენ რაოდენობას. ეს საშიშია ნაციონალური უსაფრთხოებისათვის,“ შეწუხებულია დეპუტატი ანატოლი გრიცენკო, რომელიც თავდაცვის მინისტრი გახლდათ, ვიქტორ იუშენკოს პრეზიდენტობის დროს.

კომენტარი