რას ამბობს ირაკლი კოდუაზე მისი თანამებრძოლი?

გენერალ ირაკლი კოდუას ერთ-ერთი თანამებრძოლი, გოჩა სარალიძე სოციალურ ქსელში საინტერესო ამბავს იხსენებს. სარალიძის კომენტარს droni.ge იცვლელად გთავაზობთ.

„16 წლის ვიყავი სოხუმში ომი რო დაიწყო, ბუნებრივია ჩემი ქვეყნის დასაცავად იარაღი ავიღე სიმაღლე მიწყობდა ხელს და მოვიტყუე 18 წლის ვარ მეთქი ასე დავიწყე საქართველოს დაცვა, მახსოვს სოხუმი როგორ დავტოვე და რაც გადავიტანეტ.

ყველაფერს რო თავი დავანებოთ გენერალ-მაიორი ერეკლე კოდუა 2008 წლის ომის პერიოდში რაც დავინახე პირველი რაც გულში გავიფიქრე და დღესაც იმას ვფიქრობ, რატო სოხუმში არ გვყავდა ეს ადამიანი, ხატზე დავიფიცებ რომ დღეს სოხუმში ვიქნებოდით, ეს ყველაფერი რო მოვყვე თვეები არ მეყოფა, ვის რა უნდა ის თქვას და ის იფიქროს, მე ვამბობ არა ვიღაცის ნათქვამს არამედ რაც პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომც დამხვრიტონ ამას ჩემს მახსოვრობიდან და გულიდან ვერავინ წაშლის...“ - წერს სარალიძე სოციალურ ქსელში.


კომენტარი