სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში ქიმიურ იარაღს ტყეებში, გამვლელები პოულობენ

როგორც ჩანს, პერმის ოლქი რუსეთში მალე მიტოვებული სამხედრო არსენალის საწყობად გამოცხადდება. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ მოსახლეობა ტყეში უმეთვალყურეოდ დატოვებულ საბრძოო მასალებსა და იარაღს პოულობს. გუშინ, დღის პირველ ნახევარში პერმის ტყეში რიგითმა მოქალაქეებმა დაახლოებით 200 ცალი უმეთვალყურეოდ დატოვებული ჭურვი იპოვეს, უკვე საღამოს კი მთელი რუსეთი შეძრა კიდევ ერთმა ამბავმა: ოლქის სხვა მხარეს, კუნგურთან ახლოს, ფარეხში ასეულობით ყუთი, ცოცხალი ძალის გასანადგურებელი მომწამვლელი ნივთიერებით სავსე ყუთი იპოვეს. ამის შესახებ „ლაიფნიუს.რუ“ იუწყება.მომწამლავი ნივთიერებით სავსე ყუთები სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს ტყეში მოსეირნე მოქალაქეებმა. ქიმიური იარაღიდან ნებისმიერი ამპულა შეიძლებოდა აღმოჩენილიყო შემთხვევითი გამვლელების ხელში და გამხდარიყო მასობრივი დაბინძურების წყარო.
შემთხვევის ადგილზე მისულმა ოპერატიული სამსახურების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს მომწამლავი ნივთიერებების 25 ყუთი, ყოველ მათგანში კი 300 ამპულა საბრძოლო ნივთიერება - ზარინი ეწყო, ტოლუოლითა და იპრიტით. ასევე აღმოაჩინეს 60 ქილა ვერცხლისწყლით, თითოეული 50 გრამის ოდენობით.

„ყოველივე ეს საკმარისი იყო ახლომდებარე დასახლებების გასანადგურებლად. მაგალითად, ზარინი-ეს ნამდვილი საბრძოლო იარაღია, რომელიც გამოიყენება ქიმიური შეტევებისა და ტერორისტული აქტებისათვის.ხოლო ტოლუოლის ორთქლმა შეიძლება ორგანიზმში შეაღწიოს დაუზიანებელი კანისა და სასუნთქი ორგანოების მეშვეობით, რაც გამოიწვევს ნერვიული სისტემის მოშლას“, - აცხადებს საგანგებო სიტუაციების წარმომადგენელი პერმის ოლქში.

სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, მითითებული ადგილის შემოგარენში ოდესღაც მდებარეობდა სამხედრო ნაწილი № 0132|354.

ამჟამად ოლქში შექმნილია ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა დაადგინოს - როგორ მოხვდა ამდენი მომწამვლელი ნივთიერების უმეთვალყუროდ დატოვება.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100