სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰოლანდიელები ავღანეთში პოლიციელებს გაწვრთნიან

ავღანეთში ჰოლანდიელების პირველი სამხედრო–პოლიციური დანაყოფი ჩავიდა. როგორც ნიდარლანდების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაახლოებით ასამდე სამხედრო ავღანეთის ჩრდილოეთში, კუნდუზის პროვინციაში დაბანაკდა და ჯერ–ჯერობით აკლიმატიზაციას გადიან, მათთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის ქვეყანაში. ამის შემდეგ, დაიწყება უშუალო პროგრამა, რომელიც ადგილობრივი პოლიციელების სწავლებას გულისხმობს. საერთო ჯამში, ნიდერლანდები 225 პოლიციელისა და 320 სამხედროს ჩაყვანას აპირებს ავღანეთში. ძირითადი სასწავლო კურსი, დაწყებიდან 7 კვირა გაგრძელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100