სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰაერში ერთმანეთს ორი თვითმფრინავი შეეჯახა

ბრაზილიის სამხედრო-საჰაერო ძალების პრესცენტრი იტყობინება, რომ გუშინ, თბილისის დროით, დაახლოებით ღამის 3 საათზე ჰაერში მომხდარი თვითმფრინავების შეჯახების შედეგად 4 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

შემთხვევა ბრაზილის ქალაქ პრინასუნუნგაში, სან-პაულუდან 210 კმ-ის დაშორებით მოხდა, როცა ორი სამხედრო თვითმფრინავი სასწავლო-საწვრთნელ გაფრენას ასრულებდა. თვითმფრინავების პილოტები ბრაზილიის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემიის კურსანტები იყვნენ და სწავლებით გათვალისწინებული, უმაღლესი პილოტაჟის ფიგურების წარმოდგენას აპირებდნენ.

თვითმხილველთა თქმით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა ესკადრილია სიმაღლეს იღებდა და უმაღლესი პილოაჟის აკრობატული ფიგურების შესრულება დაწყებული არ ჰქონდა.

თითოეულ, ბრაზილიური წარმოების T-25 Universal - ის კაბინაში ინსტრუქტორი და პილოტი იმყოფებოდა, სულ ოთხი კაცი. ყველა დაიღუპა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია ხმელეთზე. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100