სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაიკ მალენი: ფხენიანი რეალური საფრთხეა

შეერთებული შტატების უმაღლესის სამხედრო პირის განცხადებით ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეისთვის „რეალურ საფრთხეს“ წარმოადგენს. ამის შესახებ გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა ადმირალმა მაიკ მალენმა სამხრეთ კორეის დედაქალაქში ჟურნალისტების წინაშე განაცხადა. მისი თქმით, იზოლაციაში მყოფი რეჟიმი არ აპირებს ბირთვული იარაღის განვითარებაზე უარის თქმას და ამის ნიშნები ჯერ არ ჩანს. ადმირალი მალენი სამხრეთ კორეაში არსებული 28 ათასიანი ამერიკული კონტინგენტის ახალი სარდლის - გენერალ ჯეიმს თურმანის დანიშნვნის ცერემონიას დაესწრო. თურმანმა გენერალი ვოლტერ შარპი შეცვალა. ადმირალი მალენი სამხრეთ კორეაში ჩინეთიდან ჩავიდა, სადაც ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ჩინეთში ადმირალმა მალენმა პეკინის ბირთვული რაკეტები და წყალქვეშა ნავების ბაზა მოინახულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100