სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვის სამხედრო საწყობს ცეცხლი გაუჩნდა

მოსკოვის სამხედრო საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. ითქვა ისიც, რომ საწყობში მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებაც ინახებოდა და საწყობის შემოგარენში მცხოვრებ მოსახლობას საფრთხე ემუქრება. ხანძრის შედეგად ქალაქში რამდენიმე აფეთქების ხმაც გაისმა, როგორც შემდეგ გაირკვა, ჟანგბადის ბალონები აფეთქდა. მეხანძრეებმა მალევე აიყვანეს სიტუაცია კონტროლზე. ხანძრის კიდევ უფრო დიდ მანძილზე გავრცელება გამორიცხულია, რადგან ცეცხლი ლოკალიზებულია“, განაცხადა ერთ–ერთმა მეხანძრემ. მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის გამო, საწყობის მეტალის კარკასი დეფორმირებულია, ხოლო სახურავი – ჩამონგრეული. „საწყობის შიგნით, რამდენიმე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციიით იქ ჟანგბადის ბალონები ინახებოდა და მაღალი ტემპერატურის გამო, სწორედ ისინი აფეთქდა“, განუცხადეს ჟურნალისტებს. რა მდგომარეობაშია ის იარაღი, რომელიც საწყობში ინახებოდა, ჯერ–ჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100