სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“თანამგზავრთცვენა” დაიწყო: თუ იპოვით, ნუ შეეხებით



ნასა-ს სპეციალისტებმა დაადასტურეს კოსმოსური აპარტატის ჩამოვარდნა, რომელსაც მილიონობით ადამიანი შიშით ელოდა. მას “თანამგზავრ-მკვლელსაც” უწოდებდნენ, რადგან როგორც ამბობდნენ, მასზე ბირთვული ტვირთი იყო.
ზუსტი ქიმიური შემადგენლობა ამ ტვირთისა ცნობილი არ არის. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ეს შეიძლება იყოს 30 კგ პლუტონიუმ-238. მხოლოდ 450 გრ ამ ნივთიერებისა საკმარისია, რომ პლანეტის მთელი მოსახლეობა კიბოთი დაავადდეს.
თუმცა, როგორც თავად ნასა აცხადებს, თანამგზავრის ნაწილების ცვენა, უსაფრთხო იქნება. თუ იგი უკვე მართლაც ჩამოვარდა, - როგორც ამბობენ კანადაში და რასაც ამერიკელები ადასტურებენ, გამოდის, რომ შიში უსაფუძვლო იყო, რადგან თავად აშშ-ის კოსმოსურ სააგენტოსაც კი ჯერ ვერ გაურკვევია, ზუსტად სად დავარდა თანამგზავრი თუ მისი ნამსხვრევები. ისინი, შესაძლოა, სულაც ატმოსფერომ შთანთქა.
თავის მხრივ, სატელიტი, რომელიც აქამდე ოცტონიანი გვეგონა, ბევრად მცირე ზომის – 6,5 ტონა ყოფილა. აი, რუსებს საამაყო აქვთ: რუსული კოსმოსური სადგური “Мир,”135-ტონიანია. მისი ნამსხვრევებიც 2001 წელს წყნარ ოკეანეში ჩაცვივდა.მაგრამ კიდევ 100-ტონიანი ამერიკული ორბიტალური სადგურიც არსებობდა, რომელიც ასცდა ორბიტას და 1979 წელს კოსმოსშივე გაუჩინარდა.
UARS 1991 წლიდან გაუშვეს ატმოსფეროს ზედა შრეების შესასწავლად. აპარატი 2005 წელს ექსპლუატაციიდან ამოიღეს და ის “მძინარე” რეჟიმში გადავიდა.
სპეციალისტები გვაფრთხილებენ: თუკი თანამგზავრის ნაწილების მსგავს საგნებს აღმოვაჩენთ, ხელი არ ვახლოთ და სასწრაფოდ შევატყობინოთ შესაბამის ორგანოებს.
მაგრამ მთელი უბედურება ის არის, რომ ამერიკული თანამგზავრი UARS, წელს “თანამგზავრთცვენის” სეზონს ხსნის. უკვე ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში კი, ექსპერტები, ამერიკულის კვალდაკვალ, გერმანული თანამგზავრის ჩამოვარდნას ელოდებიან.
გერმანული ორბიტალური ტელესკოპის Rosat-ის ვარდნის სავარაუდო არეალი ბერლინიდან და სამარადან ცეცხლოვანი მიწის არქიპელაგამდე იქნება. ექსპერტები თანხმდებიან, რომ მისი ნაწილები ანუ ე.წ. ნატეხები, ბევრად დიდი ზომისა იქნება, ვიდრე ამერიკული UARS-ისა.
დედამიწის ზედაპირამდე 30 ასეთი ცალკეული ნაწილი მოაღწევს, საერთო მასით 1,6 ტონის, - გამოითვალეს გერმანელმა სპეციალისტებმა. ყველაზე მძიმე კი მათ შორის იქნება ოპტიკური სისტემა. ევროპის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელი ჰაინერ კლინკრადი ამბობს, რომ გრანდიოზული სარკე გაუძლებს უმაღლეს ტემპერატურას, რომელიც ატმოსფეროს მკვრივი შრეების გავლისას წარმოიქმნება.
თანამგზავრმა თავისი საქმე კოსმოსში ჯერ კიდევ 1999 წელს დაასრულა და მას შემდეგ მოიწევს დედამიწისკენ. არ აქვს მართვის სისტემები და ამიტომაც მისი კონტროლირებადი დაშვება გამორიცხულია.
მეცნიერები ამბობენ, რომ ზოგადად, 20-30 წლის წინ გაშვებული და მწყობრიდან გამოსული თანამგზავრების ცვენა ამის შემდეგ უფრო გახშირდება. მიზეზი მზის აქტივობის ზრდაა. თუმცა რამდენ ასეთ საშიშ სტუმარს უნდა ველოდოთ დედამიწაზე, ძნელი სათქმელია.
მზის აქტივობის პიკი, ზოგადად, 11 წელიწადში ერთხელაა და 4-5 წელს გრძელდება. ყოველ ათწლეულში თანამგზავრები სულ უფრო და უფრო დაბლა ეშვებიან და როცა მზის აქტივობა პიკს მიაღწევს, ვარდნას იწყებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100