სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისრაელმა რუსეთს საქართველოს უპილოტო მფრინავი აპარატების კოდები გადასცა?

როგორც „ექსპერტთა კლუბი“ იტყობინება, სკანდალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელმა რუსეთს ქართული (ეს აპარატები ისრაელის მიერაა დამზადებული და ქართული მხარისთვის გადმოცემული) უპილოტო მფრინავი აპარატების (უმა) კოდები გადასცა, WikiLeaks–მა გაავრცელა.

უმა–ების კოდები, რომლებითაც აპარატების მართვა შეიძლება, WikiLeaks–ის თანახმად, ისრაელმა რუსეთს ირანში არსებული რუსული საზენიტო რაკეტების კომპლექსის შესახებ საიდუმლო ტექნიკურ ინფორმაციაზე გაუცვალა.

როგორც WikiLeaks–ის ცნობაშია ნათქვამი, გამოცემა ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც ცნობილი ამერიკული ორგანიზაციის Stratfor–ის 500–ზე მეტი წერილი შეისწავლა და გაანალიზა. ეს ამერიკული ორგანიზაცია გეოპოლიტიკური ანალიზსა და ასეთივე შინაარსის ინფორმაციის შეგროვებაზეა სპეციალიზებული და ხუთასზე მეტ ორგანიზაცია–მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის, აშშ–ის ნაციონალური უშიშროების დეპარტამენტი.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება დაიწყო, რომლებიც ისრაელის წარმოების Hermes და Skylark–ს შეცვლიან, რომლებსაც 2007 წლიდან ებრაული კომპანია Elbit Systems აწარმოებდა და 2007 წლიდან აწვდიდა საქართველოს.

35 მილიონი დოლარის ღირებულების ამ ტექნიკის ისრაელისთვის დაბრუნების შესახებ ქართულმა მახარემ მაშინ ოფიციალური განცხადებებიც გააკეთა, თუმცა, მიზეზი განმარტებული არ ყოფილა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100