სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

...და მე, საქართველოს ჯარისკაცი, მე ვარ საქართველოს რეზერვი! (ვიდეო)

მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ჩემი ნებით შევდივარ რა რეზერვში, ვემსახურები საქართველოს.

ვარ მოტივირებული, მორალურად და ფიზიკურად მომზადებული. მე მაქვს მკაფიოდ განსაზღვრული საქმე, ვიცი, როგორ შევასრულო ის.

მე არასოდეს დავიხევ უკან, მუდამ ვივლი ქართული ჯარის მხარდამხარ.

ვცხოვრობ ეროვნული ღირებულებებით, პირველ ადგილზე ვაყენებ საქართველოს შეიარაღებული ძალების, შესაბამისად, ჩემი ქვეყნის, მისი ხალხის ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

ჩემი ქვეყნის თავისუფლება და მშვიდობაა ჩემი უპირველესი ღირებულება.

მე ვარ მტკიცე გუნდის წევრი და არასოდეს დავტოვებ ამ გუნდს, რადგან ესაა ძალა ერთობაში.

და მე, საქართველოს ჯარისკაცი, მე ვარ საქართველოს რეზერვი!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100