ავღანეთის პრეზიდენტს ქვეყნის ტერიტორიიდან ნატოს შეიარაღებული ძალების გაყვანა სურს

ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი თვლის, რომ ნატოს შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ უფლება ჩაერიონ ავღანეთში არსებულ კონფლიქტებში. იგი მოითხოვს ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა შეწყვიტოს საჰაერო თავდასხმები და ქვეყნის შიდა პოლიტიკასა და სამხედრო მდგომარეობაში ჩარევები.

კარზაიმ აღნიშნა, რომ იგი შეძრწუნებულია გასულ კვირას ლოგარის პროვინციაში დატრიალებული ტრაგედიით, რომლის ფარგლებშიც 18 ადამიანი დაიღუპა.

კოალიცია კი აღნიშნულ მოთხოვნას პასუხობს და ამბობს, რომ საჰაერო დარტყმები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყდება, როცა ავღანეთის მშვიდობიანი მოქალაქეობა სრულიად უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და ქვეყანა დღეისათვის არსებული პრობლემებისგან განთავისუფლდება.

კომენტარი