სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენის შემოჭრის შესახებ. ვერტმფრენი გუშინ, ცხინვალის სიახლოვეს, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაჯდა. რუსეთის საგარეო სამინისტრო კი ამ ყოველივეს იძულებით ნაბიჯს უწოდებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვერტმფრენს ცხინვალში ჰუმანიტარული ტვირთი ჩაჰქონდა, თუმცა სანავიგაციო პრობლემების შექმნის გამო, ვერტმფრენის ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასმა გახდა აუცილებელი.

სამინისტრო ამ ყოველივეს იმითაც განმარტავს, რომ მფრინავებმა შეცდომა დაუშვეს. რუსული მხარე იუწყება, რომ შეცდომის დაფიქსირებისთანავე, ვერტმფრენი ცხინვალის ტერიტორიაზე დააბრუნეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100