სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სიყვარულის 10 საიდუმლო

ფიქრის ძალა - სიყვარული ფიქრით იწყება. ჩვენ ხვდებით იმ სამყაროს ნაწილი, რომლებსაც ფიქრებში ვქმნით. ეს სამყარო სავსეა სიყვარულითა და სიცოცხლით.

პატივისცემის ძალა - რომ შეგიყვარდეს, ჯერ პატივს უნდა სცემდე. სხვას რომ სცემდე პატივს, ჯერ საკუთარი თავის პატივსცემა უნდა იცოდე.

გაცემის ძალა - თუ სიყვარულის მიღება გინდა მისი გაცემაც უნდა შეგეძლოს.
რაც უფრო ბევრ სიყვარულს გასცემ, მეტს მიიღებ უკან. სიყვარულის ფორმულა იმაში კი არ მდგომარეობს რისი აღება შეგიძლია, არამედ იმაში რისი გაცემა შეგიძლია.

მეგობრობის ძალა - ნამდვილი სიყვარული რომ იპოვო, ჯერ ნამდვილ მეგობარს უნდა მიაგნო. სიყვარული ერთმანეთის ყურებას კი არა, სამყაროს ერთად ყურებას ნიშნავს.

შეხების ძალა ნაზი შეხება სიყვარულის ძლიერი გამოხატულებაა, რომელიც ანგრევს ბარიერებს, ამყარებს ურთიერთობას. ოღონდ შეხება არ უნდა იყოს ვულგარული

თავისუფლების ძალა თუ ვინმე გიყვარს მიეცი თავისუფლება. თუ დაგიბრუნდება ესე იგი ის შენია, თუ არ დაგიბრუნდება არ იდარდო ესე იგი ის არც არასდროს ყოფილა შენი.
ჭეშმარიტი სიყვარულის დროსაც კი სჭირდებათ ადამიანებს საკუთარ სამყაროში თავისუფლება ნუ შეზღუდავთ მას.

ურთიერთობის ძალა როცა გულწრფელათ ვურთიერთობთ ცხოვრება გაცილებით იოლია.
ნუ შეგრცხვებათ სამი ჯადოსნური სიტყვის თქმა __ ,, მე შენ მიყვარხარ''. ნუ მოერიდები მის შექებას.

ერთგულების ძალა სიყვარული რომ ნამდვილი იყოს მისი ერთგული უნდა იყო.
რამდენ ხანსაც იქნებით ერთმანეთის ერთგულნი იქამდე გასტანს ნამდვილი სიყვარული.

გრძნობის გამოხატვის ძალა გრძნობა განცდები აღვივებს სიყვარულის ცეცხლს და ჩაქრობის საშუალებას არ აძლევს. გამოხარე შენს რჩეულთან გრძნობები. ნურც სიურპრიზებს მოერიდები, გამორიცხული არ არის საპასუხო სიურპრიზები მიიღო.

ნდობის ძალა ნდობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სიყვარულისათვის.
საპირისპირო შემთხვევაში ერთი ეჭვიანი და მუდმივად გაღიზიანებული ხდება,
მეორე ხაფანგში გრძნობს თავს. მიეცი მას მეტი თავისუფლება და უფრო მეტად მოუნდება შენთანს მოსვლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100