გაშიფრეთ ქალი მისი საყვარელი სასმელის მიხედვით

ფსიქოლოგების აზრით, ქალის ამოცნობა იმ სასმელის მიხედვითაც შეიძლება, რომელსაც ის უპირატესობას ანიჭებს.

არაყი - ძლიერი, მიზანდასახული მარტოხელა და ერთგული ქალების სასმელია. თითქმის არასდროს თვრებიან და სათქმელს პირდაპირ ამბობენ. ყოველთვის იციან, რა უნდათ ცხოვრებაში.

წითელი ღვინო - სექსუალური და ვნებიანი ქალების სასმელია. ერთი შეხედვით თავშეკავებულები, მაგრამ სინამდვილეში ძალიან სექსუალურები არიან და უამრავი ეროტიკული ფანტაზია აქვთ.

თეთრი ღვინო - ცივ და გულჩათხრობილ ქალებს უყვართ. მკაცრები და თავშეკავებულები არიან. კარგად იციან საკუთარი თავის ფასი და ყოველთვის იდეალურად აკონტროლებენ სიტუაციას.

ვისკი - უკომპლექსო და თავისუფალი ქალების ფავორიტია. ნელა თვრებიან, მაგრამ ხშირად ზომაზე მეტად.

კონიაკი - რომანტიკოსი და თბილი ქალების სასმელია, საკმაოდ საქსუალურები და მაცდურები არიან, ბავშვურობა ეშხს მატებთ.

შამპანიური - კეკლუცი და პრანჭია ქალების სასმელია, უყვართ ფუფუნება და კომფორტი. ეტანებიან ტკბილეულს.

ლუდი - მეგობრულ და ძლიერ მანდილოსნებს უყვართ. უფრო კარგი მეგობრები არიან, ვიდრე პარტნიორები.

წვენი და მინერალური წყალი - ჯიუტი და მოწესრიგებული ქალების სასმელია, მუდმივად აკონტროლებენ და ზემოდან უყურებენ მამაკეცებს. საკუთარ თავში დარწმუნებული და ამაყები არიან.

კომენტარი