სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წარმატებული ადამიანების რჩევები და გამონათქვამები

ინტერნეტგამოცემა „Записки успешного человека“ (წარმატებული ადამიანის ჩანაწერები), ყოველდღიურად აქვეყნებს, სხვადასხვა სფეროში წარმატებული ადამიანების რჩევებს, პრინციპებსა და ფრაზებს. დღეს droni.ge რამდენიმე მათგანის თარგმანს გთავაზობთ.

ჩვენზე ცუდად ფიქრობს ის ვინც ჩვენზე უარესია. მას ვინც ჩვენზე უკეთესია ჩვენთვის არ სცალია. (ომარ ხაიამი)

„შეუძლებელია“ - ეს მხოლოდ და მხოლოდ ხმამაღალი სიტყვაა, რომლის უკანაც პატარა ადამიანები იმალებიან, ვისთვისაც უფრო მარტივია იცხოვრონ შეჩვეულ სამყაროში, ვიდრე მოძებნონ საკუთარ თავში ძალა არსებულის შესაცლელად. „შეუძლებელია“ -ეს ფაქტი არ არის ეს მხოლოდ და მხოლოდ აზრია. „შეუძლებელია“- ეს განაჩენი არ არის, ეს გამოწვევაა. „შეუძლებელია“ - ეს არის საკუთარი თავის შემოწმების შანსი. „შეუძლებელია“-ეს არ არის სამუდამო. (მუჰამედ ალი)

ჩვენ ვისწავლეთ ცაში ფრენა, ისე როგოც ჩიტებმა. ჩვენ ვისწავლეთ ოკეანეში ცურვა ისე როგორც თევზებმა. ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ ვისწავლოთ ხმელეთზე ცხოვრება ისე როგორც ადამიანებმა.

დარდი - ეს არის დროის ტოტალური ფლანგვა. ის ვერაფერს ცვლის. დარდი მხოლოდ და მხოლოდ იპარავს თქვენს სიამოვნებას და გხდით ზედმეტად დაკავებულს არაფრის კეთებით.

მოვლილი გარეგნობა, კარგი მეტყველება და აღზრდა - ეს ის არის რაც მოდიდან არასოდეს გადავა.

ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანი ცხოვრებაში უშვებს ეს არის - იმის დაჯერება, რასაც მასზე სხვები ამბობენ.

წესები წარმატებული ბიზნესისთვის? ისინი არ არსებობს! არსებობს წესები წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისთვის! უბრალოდ უნდა მიისწრაფოდეთ სიკეთის კეთებისთვის და ბედნიერება თქვენი თანმდევი იქნება მუდამ.

იყურეთ წინ იმედით, უკან მადლიერებით, მაღლა - რწმენით, გვერდით კი - სიყვარულით.

იყავით ყურადღებიანი მათ მიმართ, ვინც გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში დარჩეს.

ცვლილებები ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენ მივდივართ იმის წინააღმდეგ რასაც შევეჩვიეთ.

დრო - ეს არის მეთოდი, რომლის საშუალებითაც სამყარო ჩვენს სურვილებსა და გულწრფელობას გამოცდას უწყობს. ალბათ ამიტომაც ვერ ვიღებთ ყველაფერს ერთად თითქმის ვერასოდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100