როგორ უნდა შეინარჩუნოს წყვილმა სიყვარული? მეცნიერების ახალ დასკვნა

ავტორიტეტული ექსპერტების ახალი დასკვნა: წყვილის ურთიერთობის გადასარჩენად რომანტიული ფილმების ერთობლივი ყურება ოჯახის ფსიქოლოგთან ვიზიტებზე არანაკლებ ეფექტური საშუალებაა.

როჩესტერის უნივერსიტეტის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ზემოაღნიშნული მეთოდი განქორწინებების რადოდენობას ორჯერ ამცირებს. ფილმის ნახვის შემდეგ მისი განხილვის პროცესში წყვილებს ბევრი საინტერესო და მათი ურთიერთობისთვის სასარგებლო დასკვნები გამოაქვთ.

მეცნიერებმა რომანტიულ ფილმებთან დაკავშირებული ეს დასკვნა 174 წყვილზე დაკვირვების შედეგად გამოიტანეს. კვლევის შედეგები Journal of Consulting and Clinical Psychology - ში გამოქვეყნდა.


კომენტარი