ბევრი მეგობარიგყავთ? მაშინ თქვენ ეს პრობლემებიც გექნებათ

თუ თქვენ ბევრი მეგობარი გყავთ, აუცილებლად მოგიწევთ გადაწყვიტოთ რომელ წვეულებაზე წახვიდეთ ამ კვირას, მარტოხელათა შეკრებაზე თუ საპატარძლო ფართიზე.

არ იცით რა გააკეთოთ პარასკევ ღამეს? მაშინ უნდა დასახოთ გეგმები და უგზავნოთ აუარება მესიჯები მეგობრებს. თქვენ ხომ კლუბში წასვლა 17 ადამიანთან ერთად მოგიწევთ.

ბევრი მეგობარი გყავთ? მაშინ მუდმივი გეგმებიც სულ გექნებათ. თქვენ ყოველ კვირას დაბადების დღის წვეულებებზე მოგიწევთ სიარული. საჩუქრის ფული არ დაგავიწყდეთ

ვერ დაიმახსოვრებთ თქვენი მეგობრების ცხოვრებიდან ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორიც თუნდაც, მისი მშობლების განქორწინებაა. იმ დროს, როდესაც მეგობარი თავის სამსახურზე შემოგჩივლებთ, არ არის გასაკვირი გაკვირვებით ჰკითხოთ - მოიცადე შენ სად მუშაობ?

კვირას თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ბევრი ვარჯიში ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად, რადგანაც მთელ კვირა მეგობრებთან ერთად სხვადასხვა ადგილას ყოფნასა და ვახშმობაში გაატარეთ.

ძალიან ბევრი ადამიანი მოგწერთ მაშინ, როდესაც თქვენ მუშაობთ.

მთელი თქვენი ფული მეგობრების ქორწილებში დაგეხარჯებათ.

თქვენი ახალი შეყვარებულისთვის მოგიწევთ ახსნა, ამხელა სამეგობრო საიდან გყავთ და ვის საიდან იცნობთ. ვინაა სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ სამსახურიში შეძენილი მეგობარი.

ვერასდროს ვერ გაატარებთ დროს სახლში, რადგანაც თქვენ უკვე წინასწარ შედგენილი ნუსხა გექნებათ დღის გეგმების.

მოგიწევთ დღის განმავლობაში უამრავი ადამიანის ნახვა. ეს თქვენ ცუდ მეგობარად გაქცევთ, რადგანაც სათანადო დროს ვერცერთს ვერ დაუთმობთ. ჯობია მეგობრები პრიორიტეტების მიხედვით დააჯგუფოთ.

ვალდებულად იგრძნობთ თავს, რომ მეგობრებს ყველგან გაყვეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გეგონებათ, რომ მეგობრებს გაანაწყენებთ.

აუცილებლად მოგიწევთ მეგობრების სასოწარკვეთილების დროს ნუგეში.

მოგიწევთ გადაიხადოთ თქვენი ქორწილი მხოლოდ ოჯახურ წრეში, რადგანაც უბრალოდ შეუძლებელია გყავდეს 30 მეჯვარე.

კომენტარი