სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეწყვიტეთ ამის კეთება და უფრო მეტი ფული გექნებათ

რჩევები მათ ვისაც უფულობა აწუხებს.

შეწყვიტეთ იმაზე დარდი თუ რას ფიქრობენ სხვები თქვენს ავტომობილზე. მანქანა მხოლოდ და მხოლოდ გადაადგილების საშუალებაა.

ნუ აქცევთ ყურადღებას დიზაინერების სამარკო ნიშნებს. თქვენს მეგობრებს არ ადარდებთ სად შეიძინეთ მაისური და თუ ადარდებთ მაშინ დროა შეცვალოთ მეგობრები.

შეწყვიტეთ ცხოვრების უსამართლობაზე წუწუნი. როდესაც გსურთ იყოთ ვიღაც სხვა ამით თქვენ საკუთარ თავს კარგავთ. თქვენ ვერ შეცვლით თქვენს წარსულს, თქვენს მშობლებს, თქვენს გარემოცვას, თუმცა თქვენ შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი მომავალი.

შეწყვიტეთ საკუთარ ფინანსურ პრობლემებში სხვების დადანაშაულება, თქვენ ვალდებული ხართ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ და იმოქმედოთ.

შეწყვიტეთ ფულის სესხება, გადაიხადეთ ვალები.

შეწყვიტეთ ფულის გადაყრა იმ წიგნებში, რომლებსაც არ წაიკიათხავთ, ფილმებში რომელსაც არ ნახავთ, თამაშებში რომლებსაც არ ითამაშებთ, ტანსაცმელში რომელსაც არ ჩაიცვამთ, საჭმელში რომელსაც არ შეჭამთ.

გაცვალეთ დროებითი სიამოვნება გრძელვადიან ღირებულებებზე, შეწყვიტეთ გეგმისა და მიზნის გარეშე ცხოვრება. შეადგინეთ გეგმა და ბიუჯეტი.

შეწყვიტეთ ოცნება რთული ძალისხმევის გარეშე გამდიდრებაზე. ამის ნაცვლად დაიწყეთ დილა კარგი სამსახურის შოვნაზე ან ბიზნესის წამოწყებაზე ფიქრით.

დაიწყეთ საკუთარი დანაზოგის შექმნა.

შეწყვიტეთ წარსულში დაშვებულ ფინანსურ შეცდომებზე და ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებზე დარდი. მოახდინეთ კონცენტრაცია მომავალზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100