როგორ უნდა დალიოთ ღვინო, ისე რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს?

ერთი ჭიქა ღვინის მიღება სადილთან სასარგებლოა. ეს დასკვნა ევროპის კარდიოლოგთა კონგრესმა ახალი კვლევის შედეგად გამოიტანა. არ აქვს მნიშვნელობა თეთრსა თუ შავ ღვინოს მიირთმევთ. მიაყოლეთ ის სადილს. ზომიერი დოზა თქვენ გულს დაავადების რისკისაგან დაიცავს.

ჩეხმა მეცნიერებმა გულის დაავადებების რისკის ქვეშ მყოფ 146 ადამიანზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ ერთი წლის განმავლობაში ყოველ დღე ნახევარ-ჭიქა წითელ და ნახევარ-ჭიქა თეთრ ღვინოს ასმევდნენ.

ექსპერიმენტის ბოლოს აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველ დღე ღვინოს მიირთმევდნენ და კვირაში 2-ჯერ მაინც ვარჯიშობდნენ, ძალიან კარგი მაჩვენებელი ჰქონდათ ქოლესტერინის. თუმცა მათ, ვინც მხოლოდ ალკოჰოლი მიიღეს და არ ივარჯიშეს, არანაირი ცვლილება არ ჰქონიათ.

ასე, რომ მიიღეთ ცოტა ღვინო, ამის შემდეგ კი ადექით და იარეთ ბევრი ფეხით, თუნდაც თქვენი სახლის გარშემო.

კომენტარი