ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველა კარიერისტმა და საქმიანმა ადამიანმა

ცნობილი ფაქტია, რომ დედამიწაზე 20% მუშაობს და აკეთებს არსებული საქმის 80%-ს, სულ ცოტა ხნის წინ კი გაირკვა, რომ მოსახლეობის 80%-ს მიაჩნია, რომ ისინი 20%-ის ნაწილი არიან. ამ სტატიაში მოცემული აზრები კი ეკუთვნით იმ ადამიანებს, რომლებიც ჭეშმარიტად ეკუთვნიან იმ 20%-ს და რომლებმაც ეს საქმით დაამტკიცეს.

ის ვისაც არ შეუძლია 2/3 დღის პირადი ინტერესებისთვის გადადება, არის მონა. (ფრიდრიხ ნიცშე)

აზრი არა აქვს დაიქირავო გონიერი ადამიანი და შემდეგ მისცე მას მითითებები, რადგან გონიერ ადამიანებს ჩვენ ვქირაობთ იმისათვის, რომ მათ გვირჩიონ რა გავაკეთოთ ჩვენ (სტივ ჯობსი)

ვისაც საკუთარი შრომის შედეგის მომენტალურად დანახვა სურს, პროფესიად მეწაღეობა უნდა აირჩიოს. (ალბერტ აინშტაინი)

ყოველთვის აირჩიეთ ყველაზე რთული გზა - ამ გზაზე თქვენ არ შეგხვდებათ კონკურენტები. (შარლ დე გოლი)

დაგვიანებით მიღებული სწორი გადაწყვეტილება არის შეცდომა. (ლი იაკოკა)

თუ თვლით, რომ განათლება ძვირი ღირს, გირჩევთ გაარკვიოთ რა ძვირი ჯდება გაუნათლებლობა. (რობერტ კიისაკი)

ფული ვერ გაგაბედნიერებს. მაგალითად მე ახლა 50 მილიონი, მაქვს მაგრამ ვარ ზუსტად იგივე დოზით ბედნიერი, როგორიც ვიყავი მაშინ როდესაც მქონდა 48 მილიონი (არნოლდ შვარცნეგერი)

ნუ იტყვი, რომ მუშაობ, უბრალოდ აჩვენე, რომ გამოიმუშავე (ტომას რობერტ დიუარი)

წარმატების ფორმულა: ისწავლე სანამ სხვებს სძინავთ, იმუშავე სანამ სხვები უსაქმურობენ, მოემზადე სანამ სხვები თანამაშობენ, იოცნებე სანამ სხვები მხოლოდ ნატრობენ. (უილიამ ა. უარდი)

„დაარწმუნო ადამიანები, რომ იყიდონ ის რაც არ სჭირდებათ, ფულით რომელიც მაქთ არ აქვთ, იმისათვის, რომ მოახდინონ შთაბეჭდილება იმათზე ვისაც ეს არ აინტერესებს“ - დღეს ეს გახლავთ ყველაზე ვირტუოზული და გავრცელებული თაღლითობა მთელს მსოფლიოში (ვიქტორ პაპანეკი)

დღესდღეობით როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მიზანი, თქვენ მას აუცილებლად მიაღწევთ, საჭიროა მხოლოდ შრომა. (ოპრა უინფრი)

ბაზარი არასტაბილურია, მოახდინეთ ინვესტირება საკუთარ თავში (მიხეილ ბარშევსკი)

მე მირჩევნია დავიქირაო ის ვისაც აქვს ენტუზიაზმი, ვიდრე ის ვინც ყველაფერი იცის. (ჯონ დევისონ როკფელერი)

კომენტარი