სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცხოვრებისეული გაკვეთილი: ნუ იფიქრებთ, რომ პრობლემები გადაულახავია

ეს ამბავი მაგალითია იმისა, თუ როგორ უდნა შეხედოთ პრობლემებს ადვილად:

ერთმა ბიზნესმენმა შეიძინა დიდი ალმასი სამხეთ ამერიკაში. ახალმა მფლობელმა ეს ალმასი უჩვენა იუველირს, ალმასის შიგნით აღმოჩნდა ბზარი. იუველირმა უთხრა:
- შეიძლება ალმასი ორად გავყოთ და ორი ძვირფასი ბრილიანტი გამოვიდეს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ერთი არასწორი დატრყმა და ალმასი შეიძლება პატარა ნაწილებად დაიმსხვერეს და მათგან მიღებული ბრილიანების ღირებულება კი ალმასის ღირებულებაზე გაცილებით ნაკლები იქნება! მე ვერ გავაკეთებ ამას, ვერ გავრისკავ.

ბიზნესმესმა სხვა იუველირებსაც მიმართა, მაგრამ ყველა უარზე იყო. შემდგომ მას ერთი იუველირი ურჩიეს, რომელიც ამსტერდამში იყო.
ბიზნესმენი ჩავიდა მასთან, ანახა ალმასი და იუველურმაც იგივე რისკზე დაუწყო საუბარი. ბიზნესმენმა უთხრა, რომ ის ამაზე არის ინფორმირებული და ის თანახმა იყო რისკზე. იუველირც დათანხნდა და ისინი შეთანხმდნენ საფასურზე.
იუველირმა დაუძახა თავის შეგირდს, მისცა მას ეს ალმასი და უთხრა ორ ნაწილადა გაეყო იგი. შეგირდმა ალმასი ინსტრუმენტების მეშვეობით აუღელვებლად ერთი დარტყმით გაყო ორ ნაწილად.
განცვიფრებულმა ბიზნესმენმა კითხა იუველირს:
- რამდენი ხანია ეს ბიჭი თქვენთან მუშაობს?
- მესამე დღეა - უპასუხა იუველირმა - მან არ იცის ამ ალმასის ნამდვილი ფასი და ამიტომაც არ აკაკნკალებულა მისი ხელი და დარტყმაც იყო მტკიცე და სწორი.

P.S. ცხორებისეულ პრობლემებს უფრო ადვილად შეხედეთ და ნუ იფიქრებთ, რომ პრობლემები გადაულახავია!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100