სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფსიქოლოგიური სიმწიფის 15 ნიშანი, აბრაამ მასლოუს მიხედვით

"ფსიქოლოგიური სიმწიფის 15 ნიშანი, აბრაამ მასლოუს მიხედვით"

აბრაჰამ მასლოუ ფიქრობდა, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი პიროვნული თვისებები მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1 %- ახასიათებს დახარისხიანი ადამიანისერთგვარ ნიმუშად გვევლინება.

1. რეალობის ადეკვატური აღქმა, რაც გამოიხატება თავისუფლებაში აქტუალური მოთხოვნილებების, სტერეოტიპებისა და ცრურწმენების გავლენისაგან. ახასიათებს ინტერესი შეუცნობელისადმი.

2. საკუთარი თავისა და სხვების ისეთებად მიღება, როგორებიც არიან. ხელოვნურობის, ქცევის პრიმიტიული ფორმებისა და სხვების ასეთი მოქცევისადმი მტრული დამოკიდებულება.

3. თვითგამოხატვის თავისუფლება, უბრალოება და ბუნებრივობა. დადგენილი რიტუალების, ტრადიციებისა და ცერემონიების დაცვა, მაგრამ, ამავდროულად, მათდამი სათანადო იუმორისტული დამოკიდებულება.

4. საქმიანი მიდგომა. ჩვეულებისამებრ, ასეთი ადამიანები, დაკავებულნი არიან არა იმდენად საკუთარი თავით, რამდენადაც ცხოვრებისული ამოცანით.

ისინი აფარდებენ თავიანთ საქმიანობას უნივერსალურ ღირებულებებთან და მიდრეკილნი არიან, განიხილონ მარადიულობის კუთხით და არა მიმდინარე მომენტით. ამიტომ, ყველა მათგანი რაღაც დოზით ფილოსოფოსია.

5. რიგი მოვლენებისაგან განდგომა ადამიანებს ეხმარება, შედარებით მშვიდად გადაიტანონ უსიამოვნებები და მეტ-ნაკლებად დაცულნი იყვნენ გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან.

6. გარემოსაგან სრული დამოუკიდებლობა და ავტონომია. რაც გამოიხატება გამაღიზიანებელი ფაქტორებისადმი მდგრადობით.

7. აღქმის მრავალფეროვნება – უკვე ნაცნობში ყოველ ჯერზე რაღაც ახლის მოძებნა.

8. ზღვრული განცდები, საკუთარი მე-ს გაუჩინარების შეგრძნება.

9. ერთიანობის, სამყაროსთან შერწყმის შეგრძნება.

10. მეგობრების ვიწრო წრე, რომელთანაც გაკავშირებთ სიღრმისეული ურთიერთობები.

11. ურთიერთობებში დემოკრატიულობა. მზაობა – ვისწავლოთ სხვებისგან.

12. მყარი შინაგანი მორალური ნორმები. ავისა და კარგის მძაფრი შეგრძნება. მიზანმიმართულობა, ხელშემწყობი გარემო.

13. იუმორის ფილოსოფიურად აღქმის უნარი. ცხოვრებასა და საკუთარ თავთან იუმორისტული დამოკიდებულება. (თუმცაღა, სხვისი ტანჯვა და უბედურება არასოდეს მიიჩნევა სასაცილოდ.)

14. კრეატიულობა საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, განურჩევლად იმისა, თუ რით არის ადამიანი დაკავებული.

15. კრიტიკული დამოკიდებულება იმ კულტურისადმი, რომელსაც მიეკუთვნებიან: კარგის გამორჩევა და ცუდის უარყოფა. საკუთარ თავს მიაკუთვნებენ არა ერთ კულტურას, არამედ, - მთლიანად კაცობრიობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100