სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 ჩანთა, რომელიც ყველა გოგონას გარდერობში უნდა იყოს

პატარა შავი ჩანთა - პატარა შავი კაბა არ არის საკმარისი, რადგან პატარა შავი ჩანთაც მასავით აუცილებელია. ამ შემთხვევაში იდეალური ვარიანტია შანელი, თუმცა თუ ამხელა თანხები არ გაგაჩნიათ შეგიძლიათ უფრო დაბალფასიანი, მაგრამ აუცილებლად მასავით ლამაზი მოდელი შეარჩიოთ.

მოკლესახელურიანი კრემისფერი ჩანთა, რომელიც ყველაფერს იტევს - ფუნქციურია ყოველდღიურად, მასში ყველა საჭირო ნივთისთვის არის ადგილი. კრემისფერი ან ღია ყავისფერი კი ადვილად ეხამება სხვადასხვა სტილისა და ფერის სამოსს.

ყოველდღიური კლაჩი - იდეალურია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც დიდი ჩანთის დაკავება არ გინდათ, მაგრამ ჩანთა გჭირდებათ. ის არ უნდა იყოს კლასიკური კლაჩივით მინიატურული.

კლაჩი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის - ამ ჩანთას საოცრების მოხდენა შეუძლია, კერძოდ კი ჩვეულებრივ ყოველდღიურ სამოსსაც კი განსაკუთრებულ შეხედულებას მისცემთ თუ მეტალიზირებული ტყავისგან დამზადებულ პატარა კლაჩს დაიჭერთ ხელში.

ფოსტალიონის ჩანთა - თუ მოკლესახელურიანი კრემისფერი ჩანთა იდეალურია სამუშაო დღეებში, ფოსტალიონის ჩანთა ფუნქციებს იძენს ვიქენდებზე. ამ დროს ხელები თავისუფალი გაქვთ და თანაც ყველა აუცილებელი ნივთიც თქვენთანაა.

მინიატურული ჩანთა გრძელი ყურით - როდესაც საცეკვაოდ მიდიხართ წვეულებაზე, ჩანთა ეს ისაა რაზეც ზრუნვა არ გინდათ, ამიტომ ეს მოდელი სწორედ ასეთი საღამოებისთვისაა. მას გადაიკიდებთ მხარზე ისე რომ არ შეგაწუხებთ ცეკვის დროს.

ჩანთა ისტორიით - თუ დედისა და ბებიისგან არ მიგიღიათ ცნობილი ბრენდის ჩანთა, მაშინ თავად შეიძინეთ ასეთი და მოგვიანებით აჩუქეთ თქვენს ქალიშვილს. ამით კარგ ტრადიციას ჩაუყრით საფუძველს.

ექსტრავაგანტული მოდელი - ეს ის შემთხვევებისთვის როდესაც გსურთ ხალხმრავალ ადგილას გამორჩეული იყოთ.

მკვეთრი ჩანთა - მისი დახმარებით უმკაცრესი შავი კოსტუმიც კი საზაფხულო იერს მიიღებს. ჩანთა უნდა იყოს მკვეთრი ფერის, თუმცა ფრთხილად შეუხამეთ ის სამოსს.

ჩანთა The Weekender - ეს გახლავთ იდეალური ჩანთა, რომელიც თავისუფლად დაიტევს თქვენს ნივთებს ორდღიანი მოგზაურობის ან ქალაქგარეთ დასასვენებლად გასვლის დროს. ის არის პრაქტიკული და აქვს ბოჰემური შეხედულება. შეარჩიეთ უჩვეულო პრინტებით დამშვენებული ან არაბანალური ნაჭრისგან შეკერილი მოდელები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100