სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რჩეული მამაკაცები ქალის ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ვინ ვის ირჩევს და ვის ვინ სჭირდება?

ვერძი - ყველაზე ხშირად ირჩევენ მზრუნველ მამაკაცებს კარგი იუმორის გრძნობით. თუმცა დროთა განმავლობაში თქვენ გეჩვენებათ, რომ მამაკაცი პირად სივრცეს გიზღუდავთ და გამოსავალი ამ დროს მასთან ურთიერთობის დოზის შემცირება ხდება.

კურო - ირჩევს ვნებიან და მიზანდასახულ მამაკაცებს, რომლებსაც ცხოვრებისეული მიზანი მკვეთრად აქვთ დასახული. მაგრამ ვერ იტანს როდესაც მამაკაცი მის მოსაზრებას ეწინააღმდეგება, ეს იწვევს კონფლიქტს, რომელიც შესაძლოა ფატალური შედეგების მომტანი იყოს.

ტყუპი - ოცნებობს მძაფრ შეგრძნებებზე და ირჩევს ავანტიურისტებს. ეს ურთიერთობა გრძელვადიანი ხდება თუ პარტნიორი მუდმივად არის თვითგანვითარებისა და სრულყოფის პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მისდამი ჯერ მიზიდულობა შემდეგ კი ინტერესი დაგეკარგებათ.

კირჩხიბი -ირჩევს კაცს, რომელიც იმსახურებს ნდობას. ხშირად აბამენ რომანს კოლეგებსა და ძველ მეგობრებთან, რითაც თავს იზღვევენ უსიამოცნო სურპრიზებისგან.

ლომი - ყველაფერში შთაგონებას ეძებთ რისგამოც თქვენი არჩევანი შემოქმედ მამაკაცზე ჩერდება. გარდა ამისა თქვენი პარტნიორი წითელი ხალიჩაზე გასავლელად კარგი აქსესუარი უნდა იყოს, თქვენ ხომ ასე ძალიან გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და გვერდის აუცილებლად საამაყო ადამიანი უნდა გიმშვენებდნენ.

ქალწული - ირჩევთ ემოციურ მამაკაცებს, რომლებიც დააფასებენ თქვენს მხარდაჭერას. მაგრამ თუ ვერ შეძლებს სამაგიეროს გადახდას, მაშინ მოვალეს ყოველლგვარი განმარტების გარეშე მოიშორებთ თავიდან, რადგან თქვენთვის ტრაგედიია თუ თქვენს სიკეთეს ვერ აფასებენ.

სასწორი - მამაკაცებში ყველაზე მეტად თქვენ ენერგია და თვითდაჯერებულობა აღგაგზნებთ. გარდა ამისა მოგწონთ ლამაზი ჟესტები, როგორიცაა თქვენს ფანჯარასთან დგომა ან თქვენი საყვარელი კანფეტებისთვის ქალაქის მეორე ბოლოში წასვლა.

მორიელი - თქვენ გჭირდებათ საიმედო პარტნიორი, რომელიც ყველა წამოწყებაში დაგიჭერთ მხარს, მათ შორის ჩავარდნისთვის განწირული წამოწყებებიც იგულისხმება. გარდა ამისა თქვენ ბევრის მიცემა შეგიძლიათ პარტნიორისთვის, თუმცა პასუხად უფრო მეტს ელით.

მშვილდოსანი - ინტელექტუალი და უშიშარი - აი ვინ დაიპყრობს თქვენს გულს. განსაკუთრებით მოიხიბლებით მამაკაცით, რომლიც თვალის დაუხამხამებლად გამოგყვებათ თავგადასავლების საძიებლად.

თხის რქა - მუდმივად დაკავებული ხართ, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ირჩევთ მამაკაცს, რომელიც სწრაფად ჩამოაყალიბებს თქვენთი ურთიერთობის ფორმას. გარდა ამისა გჭირდებათ მამაკაცი, რომელიც ყოველთვის დაგიდგებათ გვერდში, როცა თქვენ ძალა აღარ გყოფნით.

მერწყული -მეოცნებე ბრძანდებით ამიტომ გჭირდებათ მამაკაცი ძლიერი ხასიათით, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არამედ თქვენს ნაცვლადაც. გარდა ამისა აფასებთ იუმორის გრძნობასა და ორიგინალურ ხედვებს.

თევზები - თქვენ მოგიხდებათ მამაკაცი, რომელიც მყარად დგას ფეხზე, რადგან გჭირდებათ ვიღაც ვინც თქვენს ქაოსურ ცხოვრებას რაიმე სახის სტრუქტურიზაციას მაინც მიანიჭებს. სანაცვლოდ კი პარტნიორი თქვენგან თავისი ცხოვრების ყველაზე მკვეთრ ემოციებს მიიღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100