ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს, ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძეს მონაცემებისელექტრონული ვერსია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთავმჯდომარემ გიორგი პატარიძემ და თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძემ გადასცეს.
სააგენტომ ცესკოს 3 577 375 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემები გადასცა.

ცენტრალური საარჩევნოკომისია აღნიშნული მონაცემების საფუძველზე კიდევ ერთხელ განაახლებს ამომრჩეველთა ერთიან სიას. მონაცემების ხელახალი დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯაროინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონეპარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობითგანსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის (ამომრჩეველს უფლება აქვს,მოითხოვოს მხოლოდ საკუთარი და ოჯახის წევრების შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა).

სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა შესაბამის საარჩევნო კომისიას ანსახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა მიმართოს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-16დღისა (2016 წლის 22 სექტემბერი) და მოითხოვოს ცვლილების შეტანა.

კომენტარი