სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

23 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. დღეს პრობლემებსაც ადვილად მოაგვარებთ და სამომავლო გეგმების ჩამოწერას შეძლებთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ უფროსი ნათესავების მიმართ.

კურო
სიკეთით სავსე დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან და ნათესავებთან. საქმეების მიუხედავად ნურც შემოქმედებას დაივიწყებთ. განახორციელეთ იდეები.

ტყუპი
პოზიტიურ განწყობაზე იქნებით დილიდან და ეცადეთ, გარშემო მყოფებს ღიმილი, სიკეთე გადასდოთ. თავისუფალ დროის მოიკითხეთ მეგობრები.

კირჩხიბი
გარშემო მყოფები მზად არიან შეასრულონ თქვენი ნებისმიერი სურვილი. იყავით მათი მადლიერი. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

ლომი
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. კოლეგებათ ერთად განიხილეთ კვირის მთავარი მოვლენები. საღამოს მეგობრებთან შეხვედრა და სასიამოვნო ნაცნობობა გელით.

ქალწული
სამსახურში მეტად უნდა იაქტიუროთ. ზოგიერთს დაწინაურება ელის. ზოგს - მატერიალური ჯილდო. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ, განიტვირთეთ.

სასწორი
კარგი, პოზიტიური დღე გელით. იყავით მეტად გაბედული, ყველაფერი გამოგივათ. საყვარელი ადამიანი რომანტიკით აგავსებთ. ზოგიერთს შორეული ნათესავის ვიზიტი ელის.

მორიელი
დილიდან ენერგიული ხართ. ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია, რათა არაფერი გამოგრჩეთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, კოლეგებთან. გაამდიდრეთ რაციონი ხილით.

მშვილდოსანი
პოზიტიური დღე გელით. იყავით მეტად ღიმილიანი. გარშემო მყოფები ყურს დაუგდებენ თქვენს რჩევებს. ამიტომ, ეცადეთ, კორექტული იყო და მათთვის საჭირო ინფორმაცია გაახმოვანოთ.

თხის რქა
წარმატება თქვენ მხარესაა, მაგრამ მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ; განსაკუთრებით, დეტალებისადმი. პირადი ცხოვრების გაუმჯობესება თუ გსურთ, მეტად უნდა მოინდომოთ.

მერწყული
დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გამოგიჩნდებიან გავლენიანი მფარველები. პირადი ცხოვრება სასიამოვნო სიურპრიზებით იქნება აღსავსე. საღამოს ბავშვებს წიგნი წაუკითხეთ.

თევზები
საქმეებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ ეცადეთ, სამსახურში გვიანობამდე არ შემორჩეთ და პირადი ცხოვრებისთვისაც მოიტოვოთ დრო. გაფრთხილდით, თქვენმა ნათქვამმა გული არავის ატკინოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100