სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმეებით დატვირთული დღე გელით, მაგრამ დასვენებასაც ნუ დაივიწყებთ. დროდადრო სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. საღამოს საყვარელი ადამიანი მზრუნველობით, სიყვარულით გაანებივრეთ.

კურო
დღეს გარშემო მყოფებისთვის სამაგალითო იქნებით. ყველა დააფასებს თქვენს ნიჭს, შესაძლებლობას, მაგრამ წარმატებამ თავბრუ არ დაგახვიოთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
წარმატებული დღე გელით. დასრულეთ დაწყებული საქმეები, დაიხმარეთ კოლეგები. მეტად გაიღიმეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

კირჩხიბი
დღეს საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდებით. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად შინაურულ გარემოში გაატარეთ.

ლომი
საქმიანი და პირადი შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან, უფროსთან. საჭირო ინფორმაცია შეიძლება უცნობი ადამიანისგანაც კი მიიღოთ.

ქალწული
დღეს თქვენი პროფესიონალიზმი სათანადოდ დაფასდება. თუმცა, გახსოვდეთ, რომ მოკრძალებულ გენიოსებს უფრო აფასებენ, ვიდრე ჭკვიან, მაგრამ ქედმაღალ ადამიანებს. საღამო მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

სასწორი
კეთილი და სამართლიანი დღე გელით. კოლეგები საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. ოჯახის წევრები მზრუნველობით აგავსებებ; საყვარელი ადამიანი - სიყვარულით.

მორიელი
დაუმეგობრდით გარშემო მყოფებს. ისინი საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. ახლობლების დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, გაანებივრეთ ისინი გემრიელი ვახშმით და გაართეთ კიდეც.

მშვილდოსანი
საქმეების დასრულების შემდეგ გამონახეთ დრო და დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. საინტერესო შეხვედრები გელით. საყვარელი ადამიანი უყურადღებოდ არ დატოვოთ.

თხის რქა
ყველაფერი გამოგივათ, რასაც ჩაიფიქრებთ. უფროსი დააფასებს თქვენს შრომას. პატივისცემა გელით კოლეგებისგანაც. მეტად გაიღიმეთ. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად.

მერწყული
გარშემო მყოფებს თქვენი პოზიტივით დამუხტავთ, მაგრამ საქმეებსაც მიხედეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. მარტოხელებს ფლირტის დაწყება ელით.

თევზები
დილიდან შეუდექით საქმეების მოგვარებას. დახმარება სთხოვეთ გამოცდილ კოლეგებს. საღამოს საყვრელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100