სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაგროვილი საკითხების მოსაგვარებლად მეტი კრეატივი გამოავლინეთ. შესაძლოა, ახალი ინტელექტუალური გასართობი გამოგიჩნდეთ. საყვარელ ადამიანთან ან შვილებთან ურთიერთობა ელექტრონული მიმოწერით მოგიწევთ.

კურო
საოჯახო საქმეები სამსახურისას უნდა შეუთავსოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან, შვილებთან. რჩევა ჰკითხეთ მეგობრებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
კარგი დღეა დისტანციური სწავლისა და მუშაობისთვის; შეხვედრებისა და მიმოწერისთვის. შესაძლოა, ელექტრონულ დღიურში ჩაინიშნოთ ნაცნობების კოორდინატები. საშუალება მოგეცემათ მეტად გამოავლინოთ ლიტერატურული შესაძლებლობები.

კირჩხიბი
თქვენი სურვილები შეიძლება გარშემო მყოფებისთვის მიუღებელი იყოს. ეცადეთ, არ დაარღვიოთ კანონი. გამორიცხული არაა, მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად რჩევა ინტერნეტ-ფორუმებზე იკითხოთ.

ლომი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. ზოგიერთი ელექტრო დღიურს ახალი, აქტუალური ჩანაწერებებით გაამდიდრებს.

ქალწული
კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები, ახალი ინფორმაციები. დღის განმავლობაში გახშირდება ელექტრონული მიმოწრა.

სასწორი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, მეგობრული და სასიყვარულო შეხვედრისთვის. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ და განახორციელეთ ახალი იდეები.

მორიელი
მიზანმიმართულად და დაკვირვეულად უნდა იმუშაოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. დაფიქრდით, გაანალიზეთ მათი ნათქვამი. საღამო შინ გაატარეთ.

მშვილდოსანი
კარგი დღე ელით სწავლის მსურველებს, სარეკლამო სფეროში მომუშავეებს. საჭირო ინფორმაციებს მიიღებთ, მოულოდნელი შეხვედრებიც გელით, განსაკუთრებით მგზავრობისას.

თხის რქა
სიფრთხილე გმართებთ ნივთების ინტერნეტიდან ან აუქციონიდან შეძენისას. აგრეთვე, ცნობარის, პირადი მონაცემების შევსებისას.

მერწყული
კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, გასაგრძელებლად. განსაკუთრებით აკადემიურ, არატრადიციულ სფეროში. გაამრავალფეროვნეთ ინტერესის სფერო. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები.

თევზები
ნუ ჩაერთვებით სამსახურებრივ ინტრიგაში. მეტი ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციის, განსაკუთრებით ელექტრონულის მოპოვებას. იაქტიურეთ ბლოგებსა და ფორუმებში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100