6 გზა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ გქონდეთ ჯანსაღი და გრძელი თმა

კოსმოპოლიტენი გვთავაზობს ამბერ კატზის რჩევებს, რომელმაც საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტებით შედეგად მოგვცა ფორმულა თუ როგორ უნდა მოვუაროთ თმას. გთავაზობთ 6 გზას თმის გაჯანსაღებისა და გაზრდისათვის:

იკვებეთ სწორად- მონა გოჰორას თქმით, ისეთი საკვების მიღება ,რომელიც მდიდარია ბიოტინითა და გაჯერებულია ბ ვიტამინის კომპლექსით აუცილებელია თმის სწრაფი ზრდისთვის. მათ დიდი რაოდენობით შეიცავს : ნუში, კვერცხი და ავოკადო. კარგი იქნება , თუ მათ კვების რაციონში შეიტანთ და ყოველდღიურად მიირთმევთ.(უმჯობესია, დღეში 3-ჯერ). ასევე აუცილებელია : რკინა ,რომელიც ფოლიკულების ჟანგბადით მომარაგებას უწყობს ხელს (მიირთვით ყოველი ჭამისას: შვრიის ფაფა, ისპანახი), და პროტეინები ,რომლებსაც მრავლად შეიცავს: ქათამი, თევზი, ლობიო. მათ ხშირად თმის ძირითად სამშენებლო ბლოკებსაც უწოდებენ.

ჩაიტარეთ თმის ე.წ. ღრმა წმენდა - ექიმ გოჰორას ცნობით, კანის მკვდარი უჯრედები და თმის გადამეტებულ ცხიმიანობა ხელს უწყობს ფოლიკულების გამოღვიძებასა და ქერტლის გაჩენას. ქერტლის გაჩენამ კი თავის მხრივ შესაძლობა ანთება გამოიწვიოს. იმისათვის,რომ თავიდან ავირიდოთ ზემოთ აღნიშნული, საჭიროა თმის დასაბანად ყოველდღიურად გამოვიყენოთ ისეთი შამპუნი,რომელიც უხვად შეიცავს რკინას. (სცადეთ, ქვემოთ მითითებული შამპუნებიდან ერთ-ერთი)

გაიკეთეთ მასაჟი თავზე . დერმატოლოგიის პროფესორ ნეილ სედრიკის თქმით ,5 წუთიანი ხელის მასაჟი , აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას , ასტიმულირებს და კვებავს თმას ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით , რაც თავის მხრივ ხელს უწყობს თმის ღეროვანი უჯრედების სწრაფ ზრდას.

მიიღეთ „NUTRAFOL“-ის აბები დღეში 2-ჯერ.“ ისინი მდიდარია ბიოტინითა ზღვის ექსტრაქტებით, რაც ხელს უწყობს თმის საგრძნობელ ზრდასა და გასქელებას. აგრეთვე, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას და ამცირებს ანთებას“-, გვირჩევს ექიმი ზეიჩნერი.

ჩაიტარეთ Red-light ერაფია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია რაც ცნობილია, თავისი დადებითი თვისებების გამო, რომლებიც ხელს უწყობს კოლაგენის ზრდას და აგრეთვე არაჩვეულებრივად ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას.

გამოიყენეთ “ROGAINE “- ასაკის, გენეტიკის, სტერესისა თუ ჰორმონალური ცვლილებების გამო, თმა ხშირად მალევე იწყებს ცვენასა და შეთხელებას . ეს პროცესი შესაძლოა მანამდეც დაიწყოს, სანამ თქვენ 30 წელს მიაღწევდეთ. „ასეთ დროს ჩვენ რეკომენდაციას „ROGAINE“-ს ვუწევთ“- ამბობს, ექიმი ზეიჩნერი. ეს გახლავთ მთავარი ინგრედიენტი, რომელიც უმოქმედო ფოლიკულების გამოღვიძებას უწყობს ხელს. შეიზილეთ ყოველდღიურად და 3 თვეში თავად დაინახავთ შედეგს.

კომენტარი