23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
წარმატებული დღე გელით. სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი სხვადასხვა სფეროში. დღეს საშუალება მოგეცემათ უხელმძღვანელოთ აღლუმს, იყავით მეტად გაბედული.

კურო
მოერიდეთ უსიამოვნებას გარშემო მყოფებთან, დაპირისპირებას მათთან. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. საბუთები გადაიკითხეთ ხელისმოწერამდე, ფულის გადახდამდე.

ტყუპი
საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. დღეს მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებით. არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები. არ გასცეთ დაპირება და არ აიღოთ ვალი.

კირჩხიბი
ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. მეტი დრო გაატარეთ საყვარელ ადამიანთან ერთად. გაანებივრეთ მზრუნველობით.

ლომი
თქვენი რჩევები ყველასთვის მნიშვნელოვანია. ახალი იდეები თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ. გამოგიჩნდებიან თქვენი შემოქმედების ახალი დამფასებლები. დღეს ფულზე ფიქრს არ გირჩევთ.

ქალწული
მეტად თამამი და გაბედული ხართ. იყავით მეტად დაკვირვებული, რათა წარმატების გზაზე დაბრკოლება არ შეგექმნათ. მოთოკეთ ემოციები. დაასრულეთ დაწყებული საქმეები.

სასწორი
ახალი, საინტერესო იდეები გაგიჩნდებათ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარემო მყოფებთან. მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა და დაიმეგობრეთ გავლენიანი ადამიანები.

მორიელი
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ნუ ენდობით გარშემო მყოფების რჩევას. ის რაც კარგია სხვისთვის, თქვენთვის შეიძლება საზიანო იყოს. საღამო მეგობრებთან ერთად, მხიარულ გარემოში, გაატარეთ.

მშვილდოსანი
შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, სოციალური სტატუსი, ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას.

თხის რქა
ოპტიმიზმითა და ენერგიით ხართ აღსავსე. გააუმჯობესეთ საქმიანი კონტაქტები. გავლენიანი მეგობრების დახმარებით იდეების რეალიზებას, ფულის შოვნას შეძლებთ. სიფრთხილით აირჩიეთ პარტნიორები.

მერწყული
იყავით დიპლომატიური, ნუ გაჯიუტდებით და ნუ ეცდებით კამათით საკუთარი აზრის დაცვას. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. თავად გაეცანით თქერენთვის საინტერესო ადამიანს.

თევზები

მოაგვარეთ ფინანსური საყიდლები. დაგეგმეთ, ხარჯი საყიდლები. სამსახურში დახმარებისთვის მიმართეთ უფროს კოლეგებს. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

კომენტარი