სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

6 შეუმჩნეველი შეცდომა, რომელსაც ოჯახი დანგრევისკენ მიჰყავს

ოჯახის დანგრევა ძალიან ბევრი მიზეზებით არის განპირობებული - ფინანსური მხარე, მესამე პირის ჩარევა, მეუღლეებს შორის ხშირი უთანხმოება, ღალატი და ა.შ.

ძალიან ხშირად ისეთი წვრილმანები ხდება დაშორიების მიზეზი, რომ ამას თავად წყვილიც ვერ აცნობიერებს. ამ წვრილმანების ერთობლიობა მეუღლეებს შორის ურთიერთობის გაციებას წარმოქმნის. დრონი.ჯი წარმოგიდგენთ იმ შეცდომების ჩამონათვალს, რამაც საბოლოოდ შესაძლოა ოჯახი დანგრევამდე მიიყვანოს.

გრანდიოზული ქორწილის გადახდის სურვილი - ბევრ ახალგაზრდა მამაკაცს უნდა, რომ საკუთარი ქორწილი თითოეული სტუმრისთვის დასამახსოვრებელი გახადოს. სამწუხაროდ, გრანდიოზული ქორწილის გადახდის მსურველი მამაკაცი გეგმებს მხოლოდ ცერემონიაზე სახავს, მომავალ ოჯახზე კი ნაკლებად ფიქრობს, არ აქვს გეგმები, თუ როგორ წარიმართება მისი ცხოვრება, რას უნდა ელოდოს, რისთვის უნდა იყოს მზად და ა.შ. სტატისტიკურად კი გრანდიოზული ქორწილის გმირი მეუღლეები უფრო ხშირად შორდებიან ერთმანეთს, რადგან ასეთი კატეგორიის მამაკაცები გარედან ფუთავენ ურთიერთობას ლამაზად. საკმარისია ცნობილი წყვილების ქორწინებები და საქორწილო წვეულებები გაიხსენოთ და მიხვდებით, რა კონტექსტში განვიხილავთ მამაკაცის ხასიათს.

ოცნების მამაკაცზე დაქორწინების სურვილი - ერთი შეხედვით მომავალი ქმარი გოგონას ოცნების მამაკაცის პროტოტიპია, ზედმეტად აღმერთებს მას და იმაზე მეტ შეფასებას აძლევს, ვიდრე რეალურად არის. ასეთ შემთხვევაში მასთან დაქორწინების გადაწყვეტილებასაც დაუფიქრებლად იღებს, ოჯახის შექმნის შემდეგ კი ყოველდღიურ ცხოვრებაში „საკუთარი პრინცის“ რეალური სახე ნელ-ნელა იკვეთება და აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ გოგონას ის სულაც არ ჰყვარებია.

ქორწინების მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება - უამრავი ადამიანი მხოლოდ იმიტომ ქმნის ოჯახს, რომ ჰორმონებს არის აყოლილი, გატაცება სერიოზული გრძნობა ჰგონია და არც კი იცის, სნამდვილეში ოჯახი რამხელა მსხვერპლს, დათმობა-მოთმენას მოითხოვს. განსაკუთრებით რომანტიკოსებისთვის არის ძალიან რთული, რადგან რეალური სურათი იმის, რომ ქორწინება ძალიან არარომანტიკულია, მათში ყველანაირ მითს ანგრევს ოჯახის შესახებ.

უშვილობა - ოჯახი ბავშვების გარეშე წყვილს შორის ურთიერთობას აფუჭებს, ცხოვრება კიდევ უფრო რუტინული ხდება. ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ წყვილებს, რომელებიც თვლიან, რომ შვილის ყოლა უბრალოდ არ უნდათ. ბავშვი არის ის არსება, რომელიც მეუღლეების საერთო საზრუნავია, რაც მეტ სიყვარულსა და პატივისცემას ნერგავს ერთმანეთში.

მშობლების მაგალითზე ოჯახის აწყობა - ბუნებრივია, ყველა ადამიანს თავისებური შეხედულება და წესები აქვს ცოლ-ქმრული ურთიერთობისას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებაში ისე იქცეოდეთ, როგორც თქვენი მშობლები იქცეოდნენ. ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველა ურთიერთობა სხვადასხვა. ამიტომ, ოჯახის შექმნისას ახალი წესები უნდა შეიმუშავოთ, გაითვალისწინოთ მეუღლის ინტერესები, სურვილები, შეუხამოთ ისინი თქვენსას და მიიღებთ თქვენი ურთიერთობის ახალ მოდელს, რომელიც მხოლოდ თქვენს ცხოვრებაზე იქნება მორგებული.

ხანგრძლივი ლოდინი - სტატისტიკურად 40 წლის ასაკის ზემოთ შექმნილი ოჯახები უფრო მალე ინგრევა, ვიდრე 25 წლის და უფრო მეტი ან ნაკლები ასაკის ადამიანების, მიზეზი კი ერთია - რაც უფრო დიდხანს იცდით და ელოდებით უკეთეს ადამიანს იმისათვის, რომ კარგი მეუღლე გყავდეთ, მით უფრო კრიტიკული ხდებით ასაკის მატებასთან ერთად და შესაძლოა მცირედმა შეცდომამაც საბოლოოდ აგიცრუოთ მასზე გული. ამიტომ, ჯობია უფრო ადრე შექმნათ ოჯახი და არ დაელოდოთ, როდის მოგიკაკუნებთ კარზე 40 წელი.

რა თქმა უნდა, თითოეული ოჯახი ძალიან ინდივიდუალური და ერთმანეთისგან განსხვავებული ფენომენია და ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები მათზე არ ვრცელდება, თუმცა ეს ის გავრცელებული მიზეზებია, რომლის გამოც წყვილებს შორის ბზარი ჩნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100